დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Showing posts with label ავროსპორტი. Show all posts
Showing posts with label ავროსპორტი. Show all posts

Friday, April 12, 2013

წყალბადზე მომუშავე სარბოლი „ასტონ მარტინ რეპიდ S“

Aston Martin Sends Hydrogen-Burning Rapide S to Racing!
12 აპრილი
„ასტონ მარტინმა“ და კომპანია „ელსეტ გლოუბლმა“, რომელიც ახალ ტექნოლოგიებსა და ინჟინირინგზეა სპეციალიზებული, ერთობლივი პროექტი წამოიწყეს, რომლის მიზანიც, სედან „რეპიდ S-ით“ ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობაა. ავტომობილი, რომლითაც ისინი რბოლაში ასპარეზობას გეგმავენ, პროტოტიპის სახით არსებობს. ის წყვილ ტურბო კომპრესორიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ბენზინის გარდა, წყალბადზე მუშაობაც შეუძლია.

Friday, November 30, 2012

„კონტინენტალ GT3“ – „ბენტლი“ რბოლებს უბრუნდება

Bentley Continental GT3 Racer Makes its U.S. Debut at the LA Auto Show
30 ნოემბერი

„ბენტლის“ სარბოლ ტრასებზე დიდი გამოცდლება აქვს, ოღონდ წარსულში - 1920-იან წლებში, ლე მანის 24-საათიან რბოლაში რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ 1928 წელს დდ ხნით დაივიწყა რბოლები. 73 წლის შემდეგ კი ლე მანს დაუბრუნდა და კვლავ მოიგო. თუმცა, ეს დაბრუნება ერთჯერადი გამოდგა, რადგან ბრიტანულმა კომპანიამ მაშინვე მიატოვა სარტეს ტრეკი...

დიზელისძრავიანი „მაზდა6“ გრანდ-ამ-ის სერიის რბოლებისთვის


Meet the New Diesel-Powered 2014 Mazda6 Grand-Am Series Racer
30 ნოემბერი
ევროპისგან განსხვავებით, დიზელის ძრავებს ამერიკაში ნაკლებად სწყალობენ. თუმცა, ეს არ აშინებს „მაზდას“, რომელმაც ასეთი აგრეგატებით აღჭურვილი „მაზდა6-ის“ ოკეანისგაღმურ ბაზარზე შეტანა გადაწყვიტა. და იმისათვის, რომ ასეთი აგრეგატებით აღჭურვილი ავტომობილების გაყიდვები წაახალისოს, მათ რბოლებში გამოსცდის.

Thursday, November 22, 2012

„მუსტანგი“ კობრას პოზაში (ვიდეო)

Ford Mustang Cobra Jet wheelies with abandon
22 ნოემბერი
ამ მანქანას სახელში „კობრა“ ტყუილად არ მურევია. სასტარტო მწვანე ნიშანზე, სწორედ „კობრას“ სტილში, ყალყზე შედგა, რამდენიმე ათეული მეტრი ასფალტი ფხაჭნა და ბოლოს ბეტონის ზღუდეს ჩაეხუტა...