დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 20, 2013

„ფორდი“ „ვინიალეს“ მყიდველს სპეც მომსახურებას სთავაზობს

Ford Says Vignale Customers To Get Special Experience, Including Life Time Free Car Washes
20 ოქტომბერი
ფრანკფურტის მოტორ შუზე, „ფორდმა“ თავისი სუბ-პრემიუმ ქვე-ბრენდი „ვინიალე“ და მასთან დაკავშირებული გეგმები გაგვაცნო. „ვინიალეს“ პირველი კონცეპტუალური ავტომობილი, საშუალო ზომის სედან „მონდეოს“ ბაზაზე აიგო. მაგრამ მთავარი მარტო ავტომობილი არ არის. არც მისი გარეგნობა და მდიდრულად გაწყობილი ინტერიერი.

ვილნევი - ფეტელმა ვებერი გაანადგურა

Vettel 'destroyed Mark Webber' - Villeneuve
20 ოქტომბერი
ბოლო დროს, სებასტიან ფეტელს დაჯილდოების ცერემონიაზე ხშირად უსტვენენ და უკმაყოფილო შეძახილებით ამკობენ. ბევრი თვლის, რომ ის ზედიზედ მეოთხედ, ედრიან ნიუის მიერ შექმნილი საოცარი მანქანებით ხდება ჩემპიონი. ბევრს კი მიაჩნია, რომ გუნდი თავის ორ პილოტს შორის, უპირატესობას გერმანელს ანიჭებს და ამ დროს, მარკ ვებერი იჩაგრება.

ძველი კონცეპციები - „პონტიაკ კლაბ დე მერ“

Past Beauties: 1956 Pontiac Club de Mer Concept Car
20 ოქტომბერი
„პონტიაკი“ დღეს ისტორიის კუთვნილებაა, თუმცა ერთ დროს ძალიან პოპულარული ამერიკული ავტოკომპანია იყო და რომელიც „ჯენერალ მოტორსის“ დიდი ოჯახის სიამაყეს წარმოადგენდა. პოპულარული ავტომობილების გარდა, ამ მარკამ ბევრი საინტერესო კონცეპტუალური მოდლითაც გაითქვას სახელი, რომელთაგან ერთ-ერთი, 1956 წლის „ჯენერალ მოტორს მოტორამაზე“ წარმოადგინეს.

დათა ქაჯაია ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

20 ოქტომბერი
დათა ქაჯაიამ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ლეჯენდსის კლასში ევროპის ეროვნებათა სერიის ჩემპიონის ტიტული. ქართველი მრბოლის შარშანდელ ევროპულ გამოსვლებს თუ „ვენი, ვიდი, ვიჩის“ (მივედი, ვნახე, გავიმარჯვე) ხასიათი ჰქონდა, წელს ის იქ აშკარა ფავორიტი იყო და ეს სტატუსი სრულად გაამართლა. დღეს მან საფრანგეთის ნოგაროში სეზონის ბოლო, მეშვიდე ეტაპის ენდურენს რბოლაც მოიგო და საჩემპიონო თასიც აღმართა!