Motor racing-Maldonado says he will decide who he
drives for
1 ნოემბერი
ვენესუელელ მრბოლ პასტორ მალდონადოს ჯერ ვერ
გადაუწყვეტია, დარჩეს „უილიამსში“, რომლის მანქანითაც ამ სეზონიში მხოლოდ ერთი
ქულა აქვს აღებული, თუ სხვაგან გადავიდეს. ბევრი ვარაუდბს, რომ ზედმეტად
ტემპერამენტიანმა პილოტმა შესაძლოა „ლოტუსში“ გადაინაცვლოს, სადაც კიმი რაიკონენის
ადგილს დაიკავებს. თუმცა აბუ დაბიში გამართულ პრესკონფერენციაზე „მალდონატორმა“ განაცხადა,
რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„ჩემი გადასაწყვეტია, სად გადავალ. მე კი ცოტა დრო
მჭირდება, რათა ყველაფერი კარგად გავიაზრო. მინდა, რომ გადაწყვეტილება სეზონის
დასრულებამდე მივიღო. ესე იგი, ფიქრისთვის კიდევ რამდენიმე კვირა მაქვს. იმის
გარანტიას ვერავის მივცემ, დავტოვებ გუნდს, თუ სხვაგან გადავალ“, - ამბობს მალდონადო,
ვისაც კარიერაში ერთადერთი გამარჯვება გასული სეზონის ესპანურ ეტაპზე, სწორედ „უილიამსის“
ბოლიდით აქვს მოპოვებული.
ის დასძენს, რომ დრო იმ შეთავაზებათა გასაანალიზებლად
სჭირდება, რომლებიც სხვადასხვა გუნდისგან აქვს მიღებული. ამიტომ, არჩევანი ძნელი
გასაკეთებელი იქნება. ერთ მხარესაა „უილიამსი“, რომელიც „რენოს“ ნაცვლად „მერსედესის“
ძრავებზე გადავა. მეორე მხრივ, საუკეთესო ვარიანტი „ლოტუსია“, რომელსაც ფინანსებში
პრობლემები აქვს და „რენოს“ ძრავებზე რჩება, რომლითაც ჩემპიონი „რედ ბული“
სარგებლობს. „ამ ეტაპზე, „მერსედესი“ საუკეთესო ვარიანტია და მე ამას
ვითვალისწინებ“, - ამბობს მალდონადო და დასძენს, რომ სამაგიეროდ, „ლოტუსი“ მოწინავეთა
შორისაა და ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ კარგი მანქანის გაკეთება შეუძლია.
შეგახსენებთ,
რომ მალდონადო ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ს ფინანსური მხარდაჭერით
სარგებლობს, რომელიც „უილიამსს“ სეზონში 35 მილიონ ევროს უხდის. მართალია, პილოტს
ბრიტანულ გუნდთან კონტრაქტი ჯერ ამოწურული არ აქვს, მაგრამ PDVSA მზადაა, მისი
კონტრაქტი გამოისყიდოს.
No comments:
Post a Comment