დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, February 8, 2014

„ჰიუნდაი ველოსტერ RE:FLEX“ - პრემიერა ჩიკაგოში

Hyundai's Underwhelming Chicago Show Debut is the Veloster RE:FLEX Edition
8 თებერვალი
„ჰიუნდაი ველოსტერი“, კართა ასიმეტრიული განლაგებით, ისედაც უნიკალური ავტომობილია, რომელმაც კორეული კომპანიისკენ პოტენციურ მყიდველთა ყურადღება მიიქცია. მაგრამ „ჰალო ქარ“, როგორც ასეთ ავტომობილებს ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე, ყოველთვის და ყველას მაინც არ აკმაყოფილებს. არიან ისეთებიც, ვისაც „უფრო მეტი“ ექსკლუზიურობა სურს...
სწორედ ასეთთა სურვილების დასაკმაყოფილებლად, „ჰიუნდაი“ ამ ავტომობილის სპეციალურ ვერსიებს უშვებს ხოლმე. ახლახანს, ჩიკაგოს მოტორ შოუზე, სწორედ ასეთი ავტომობილი წარადგინა, მეტსახელით RE:FLEX. ეს ავტომობილი განსხვავებული გაფორმებით გამოირჩევა და ის გაყიდვაში გაზაფხულზე გამოვა.
პირველ რიგში, მყიდველს რამდენიმე ახალი ფერის შერჩევა შეუძლია. ესენია „ყინულოვანი მარგალიტი“, საუკუნის თეთრი, ციტამინ C, ულტრა შავი და ბოსტონის წითელი. სალონი მთლიანად ტყავში გამოეწყობა, რომლის ფერი ან შავი იქნება, ან წითელი.
„ველოსტერ RE:FLEX-ის“ პაკეტში შედის: შუქდიოდური ზოლები მთავარ და უკანა ფარებზე, კარის ჭრილები ილუმინაციით, ალუმინის 18-დუიმიანი ბორბლები, კაპოტზე ქრომირებული ჭრილები, კარის ქრომირებული სახელურები, RE:FLEX-ის წარწერები ძარასა და მანქანის ძირის საგებებზე. რაც შეეხება ძრავს, ის სტანდარტული 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანია, რომელიც 138 ცხენის ძალას იძლევა. მასთან ორქუროიანი გადაბმულობით დაკავშირებულია 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი „ეკოშიფტი“.
„ჰიუნდაი მოტორის“ წარმოების დაგეგმარების დრექტორი სკოტ მარგასონი ამბობს, რომ „ველოსტერ RE:FLEX-ის“ გამოშვება მის კომპანიას წინა სპეც ვერსიის, „ველოსტერ RE:MIX-ის“ წარმატებამ გადააწყვეტინა. მისი თქმით, „ველოსტერის“ მყიდველი ენთუზიაზმით ღებულობს ამ მოდელის სპეციალურ ვერსიებს, რომლებიც უფრო სპორტული სტილით, უნიკალური შეთავაზებებით და ექსკლუზიური ფერებით გამოირჩევა. ეს ყველაფერი კი მათ სხვებისგან გამორჩევის საშუალებას აძლევს.
„ველოსტერ RE:FLEX“ მხოლოდ 3 000 ცალი დამზადდება, მათ ფასს კი „ჰიუნდაი“ მოგვიანებით გამოაცხადებს.

No comments:

Post a Comment