დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Showing posts with label კონცეპტუალური ავტომობილი. Show all posts
Showing posts with label კონცეპტუალური ავტომობილი. Show all posts

Saturday, December 26, 2015

„სუბარუ“ ტოიკიოს ავტო სალონზე STI-ს სამ კონცეპტ ვერსიას წარადგენს

Subaru is bringing a trio of STI concepts to the Tokyo Auto Salon
26 დეკემბერი
ტოკიოს ავტო სალონისთვის, „სუბარუ“ და მისი დივიზიონი STI (სუბარუ ტექნიკა ინტერნეიშნლ), სამ კონცეპტუალურ ავტომობილს ამზადებს, რომელთაგან ერთი პოპულარულ კუპე BRZ-ზეა ბაზირებული. ამ სამეულიდან, იაპონურმა კომპანიამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გაგვაცნო - „STI პერფორმენს კონცეპტი“ (ფოტოზე), რომელიც პირველად აპრილში, ნიუ იორკის ავტო შოუზე ვიხილეთ. დანარჩენი ორი კი კომპანიის გარეთ ჯერ არავის უნახავს.

Friday, December 4, 2015

15 წლის ტაილანდელი ბიჭის კონცეპტუალური „კიონიგსეგ უტაგერა“

Talented 15-Year Old Designs Fictional Koenigsegg Utagera Concept
4 დეკემბერი
სუპერ ავტომობილის ეს მასშტაბური მაკეტი არის 15 წლის ტაილანდელი დიზაინერის, ჯენარონგ მუენგტავეეპონგსას ნამუშევარი. და არა პირველი. მას ადრე კონცეპტუალური „ასტონ მარტინ DB11“ და „კიონიგსეგ ლეგერაც“ შეუქმნია. და მისი ყოველი ახალი ნამუშევარი სპეცალისტების ყურადღებას იქცევს. მესამე მოდელი, სახელად „კიონიგსეგ უტაგერა“, პატარა დიზაინერმა, „დიდ ბიჭებთან“ ერთად, ბანგკოკში გამართულ, ტაილანდის საერთაშორისო მოტორ ექსპოზე წარადგინა.

Thursday, December 3, 2015

„მაკლარენის“ ფორმულს 1-ის მომავლის მანქანა

McLaren reveals F1 concept car
3 დეკემბერი
„მაკლარენმა“ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც მისი კონცეპტუალური სარბოლო ავტომობილია გამოსახული. ავტომობილის სახელია „მაკლარენ MP4-X“ და ის გამოხატავს უოკინგელი ინჟინრების ხედვას, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალში ფ1-ის ბოლიდი. კონცეპცია ბრიტანული კომპანიის გამოყენებითი ტექნოლოგიების ცენტრმა შეიმუშავა, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობამ, მომავლის ფ1-ის ავტომობილის შექმნა, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაავალა.

Monday, November 30, 2015

„იამაჰა“ კუპე „სპორტს რაიდის“ წარმოებას 2017 წელს დაიწყებს

Yamaha Sports Ride Coupe Will Allegedly Use A 1.5-Liter Turbo, Debut In 2017
30 ნოემბერი
ტოკიოს მოტორ შოუზე, „მაზდას“ როტორული ძრავით აღჭურვილ კონცეპტ „RX- ვიჟნთან“ ერთად, ყველაზე გამორჩეული ექსპონატი, „იამაჰას“ კონცეპტუალური კუპე „სპორტს რაიდი“ იყო, რომელიც ფორმულა 1-ის ლეგენდარულ ინჟინერ გორდონ მარის კომპანიის მიერაა შემუშავებული. უნდა ითქვას, რომ „იამაჰა“ საავტომობილო მრეწველობაში ჩართული არაა, თუმცა ცალკეულ პროექტებში მონაწილეობს ხოლმე და ასევე ერთხელ ფორმულა 1-ის ძრავების მიმწოდებელიც კი იყო.

Sunday, November 22, 2015

„ვოლვო კონცეპტ 26“ - ასეთია ავტონომიური მომავალი

Volvo Presents Luxurious 'Concept 26', Previews Autonomous Future
22 ნოემბერი
ავტონომიურ ტექნოლოგიებზე მუშაობის პარალელურად, საავტომობილო კომპანიები, ავტონომიური ავტომობილების ინტერიერის ოპტიმალურად მოწყობის კონცეპციებსაც ამუშავებენ. ასეთმა ინტერიერმა, მგზავრები მაქსიმალური კომფორტით და ექსპლუატაციის მოსახერხებლობითაც უნდა უზრუნველყოს.

Thursday, November 19, 2015

კონცეპტუალური „სუბარუ იმპრეზას“ პრემიერა ლოს ანჯელესში

2016 Subaru Impreza concept revealed at LA motor show
19 ნოემბერი
„სუბარუმ“ ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, მომავალი თაობის სედან „იმპრეზას“ კონცეპტუალური ვერსია წარადგინა. სულ რამდენიმე კვირით ადრე, იაპონურმა კომპანიამ ეს ავტომობილი, ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარით ტოკიოს მოტორ შოუზე გვიჩვენა. ამ ავტომობილის წარმოებას „სუბარუ“ მომავალ წელს შტატ ინდიანას ქარხანაში დაიწყებს.

Monday, November 16, 2015

„ბეემვეს“ ახალი ექსპერიმენტული ავტომობილი

Radical BMW research vehicle revealed in patent images
16 ნოემბერი
ინტერნეტით შემთხვევით გავრცელდა საპატენტო ფოტოები, რომლებზეც „ბეემვეს“ ახალი ექსპერიმენტული ავტომობილია გამოსახული. ისინი გერმანულმა კომპანიამ ჩინეთის შანჰაის საპატენტო ოფისში შეიტანა. სახეზეა აეროდინამიკურად დახვეწილი ფორმის ავტომობილი, რომელიც ბენზინ-ელექტრული პლაგ-ინ ჰიბრიდულისისტემით აღიჭურვება. ის ბავარიული კომპანიის მიუნხენის კვლევისა და განვითარების ცენტრშია შემუშავებული და უკვე გადის ტესტირებას.

Tuesday, November 10, 2015

ახალ „სუბარუ იმპრეზას“ ლოს ანჯელესის შოუზე ვიხილავთ

New Subaru Impreza Sedan Concept Coming To LA Auto Show
10 ნოემბერი
„სუბარუმ“ ტოკიოს მოტორ შოუზე ახალი „სუბარუ იმპრეზას“ კონცეპტუალური ჰეჩბეკის ძარიანი ვერსია წარადგინა, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე კი მას სედანის სახით გაგვაცნობს. გამოფენა 17 ნოემბერს გაიხსნება, მანამდე კი თავისი ექსპონატის ფოტო ტიზერი იაპონურმა კომპანიმ ინტერნეტით გაავრცელა.

Friday, November 6, 2015

„სუზუკი ეარ ტრიზერი“ - მიკრო ავტობუსი დასასვენებლად

Suzuki teases Microbus-like van for Tokyo
6 ნოემბერი
მეორე კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც „სუზუკიმ“ ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა, არის მიკროვენი „ეარ ტრიზერი“. თავისი ფორმით და ფერთა შეხამებით, ეს ავტომობილი ბევრს ალბათ „ფოლკსვაგენის“ მსგავსი სტილის კონცეპტს, მინივენ „ბულის“ მოაგონებს. თუმცა ეს მსგავსება მხოლოდ ზედაპირულია. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ორი ავტომობილი გაბარიტებით განსხვავებულია. თანაც, „სუზუკის“ შემთხვევაში, აქცენტი სალონის მოწყობაზეა გაკეთებული.

Thursday, November 5, 2015

„ნისან 2020 ვიჟნ გრან ტურიზმო“ - ვირტუალური სამყაროდან რეალობაში

Nissan's 2020 Vision Gran Turismo Concept Comes Back Home
5 ნოემბერი
„ნისანმა“ ეს ავტომობილი, ვირტუალურ თამაშ „გრან ტურიზმოსთვის“ შეიმუშავა. მართალია, ამ თამაშში გაცილებით ეფექტური და აგრესიული სტილის სარბოლო ავტომობილებსაც ნახავთ, მაგრამ იაპონური კომპანიის „2020 ვიჟნ გრან ტურიზმო“ მათ შორის მაინც გამოირჩევა თავისი ბრუტალური ფორმებით. ამიტომ, მას სახელად ალბათ უფრო „მონსტრი“ შეეფერება. „ნისანმა“ ეს ავტომობილი რეალურადაც დაამზადა და ის ტოკიოს მოტორ შოუზე, საკუთარი პავილიონის შოუ სტოპერად გამოიყენა.

„იამაჰას“ კარბონის ხელმისაწვდომი სპორტქარი

Yamaha's New Sports Ride Concept Is The Affordable Carbon Sports Car We Want
5 ნოემბერი
„იამაჰამ“ ტოკიოს მოტორ შოუზე კონცეპტუალური ორადგილიანი სპორტული ავტომობილი, „სპორტს რაიდი“ წარადგინა, რომელიც, გარდა იმისა, რომ იაპონური კომპანიის მინიშნებაა იმისა, რომ მალე საავომობილო ბაზარზე შევა, არმედ იმის დემონსტრირებაც, რომ ამას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით აპირებს, იმ ტექნოლოგიებით, რომლებიც ფორმულა 1-ის ლეგენდარულმა ინჟინერმა, გორდონ მარიმ და მისმა საინჟინრო კომპანიამ შეიმუშავეს.

Wednesday, November 4, 2015

„სუზუკი მაითი დეკ“ - პატარა და ძალუმი

Suzuki's Mighty Deck Concept Still Looks Mighty Strange
4 ნოემბერი
კიდევ ერთი ავტომობილი, რომელიც „სუზუკიმ“ ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა, არის პატარა „მაითი დეკ“, რომელიც სერიული „იგნისისგან“ განსხვავებით, კონცეპტუალური მოდელია. მისი თავისებურება ისაა, რომ სალონში მხოლოდ ორი ნორმალური ზომის სავარძელი, უკან კი ღია საბარგული აქვს, რითაც 1980-იანი წლების „მაითი ბოის“ ჰგავს. ეს ავტომობილი მცირე კომერციული ავტომობილი იყო და იაპონიაში პოპულარობით გამოირჩეოდა.

Tuesday, November 3, 2015

„ვოლვოს“ კონცეპტუალური „დროის მანქანა“ ლოს ანჯელესში

Volvo’s New Time Machine Concept To Drive Itself To LA Auto Show
3 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შუზე, „ვოლვო“ ახცალ კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს, სახელად „ტაიმ მეშინ“, ოღონდ ეს ის დროის მანქანა არაა, რომელიც დროში მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ. ამ კონცეპტით, შვედური კომპანია თავის მომავალ ტექნოლოგიებს წარმოგვიდგენს, რომელთა დანერგვასაც სერიულ ავტომობილებზე აპირებს.

Thursday, October 29, 2015

“ბენტლი EXP 10 სპიდ 6 კონცეპტმა” გერმანიაში დიზაინის ჯილდო მოიგო

Bentley's EXP 10 Speed 6 Concept Wins At German Design Awards
29 ოქტომბერი
“ბენტლი EXP 10 სპიდ 6 კონცეპტს“ აბსოლუტურად არაფერში სჭირდება გერმანიაში დიზაინის კონკურსის მოგება, თუმცა მაინც მოიგო, რადგან სრულიად იმსახურებს ამას. ამის დასტურად, სხვა პრიზებიც აქვს მოგებული, მათ შორის, ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე. მაგრამ ამის მიუხედავად, ბრიტანული კომპანია არ ჩქარობს ამ ავტომობილის წარმოების დაწყებას.

Wednesday, October 14, 2015

21-ე საუკუნის „მერსედეს-ბენც გალვინგი“

A Stunning Mercedes-Benz Gullwing Study For The 21st Century
14 ოქტომბერი
სტუდენტი დიზაინერები ავტომწარმოებლებს უამრავ საინტერესო იდეას სთავაზობენ. მერე რა, რომ ხშირად ეს იდეები კორპორატიულ სტილს ნაკლებად შეესაბამება. მათში ხშირად შეიძლება იმ ახალი ელემენტების ნახვა, რომლებიც მომავალში სწორედ ახალი სტილის შესამუშავებლად გამოდგება. ამასთან, სტუდენტები ხშირად ძველ ლეგენდებს აცოცხლებენ და ამას ისე ოსტატურად აკეთებენ, რომ ავტოკომპანიების ყურადღებასაც იქცევენ.

Sunday, October 4, 2015

„სუზუკი იგნის ტრეილ“ - ტოიკიოში პრემიერის წინ

Suzuki Ignis Trail concept to be shown at Tokyo Motor Show
3 ოქტომბერი
კიდევ ერთი ახალი ავტომობილი, რომელსაც „სუზუკი“ ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგენს, უახლეს სუბკომპაქტურ ქროსოვერ „იგნისის“ კონცეპტუალური ვერსია, „იგნის ტრეილია“, რომლის შესახებაც პირველი ინფორმაცია და ფოტოები, იაპონურმა კომპანიამ პრემიერამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნა. ეს ავტომობილი, საბაზო „იგნისისგან“, უგზოობისუფრო გამოკვეთილი თვისებებით არის გამორჩეული.

Friday, October 2, 2015

„სუზუკი ეარ თრაიზერი“ - კონცეპტუალური მინივენი

Suzuki Takes The Wraps Off The Air Triser Minivan Concept
2 ოქტომბერი
„სუზუკიმ“ ტოკიოს მოტორ შოუსთვის რამდნმე კონცეპტუალური სიახლე მოამზადა, რომელთაგან ერთ-ერთია კომპაქტური მინივენი „ეარ თრაიზერი“. მასზე მუშაობისას, „სუზუკის“ დიზაინერებმა რეტრო და თანამედროვე ტექნო სტილი შეახამეს, რისი შედეგიც, საკმაოდ უხეში და იმავდროულად, საინტერესო ფორმის ავტომობილია, რომელშიც იაპონური საავტომობილო კულტურის თავისებურებებიცაა ასახული.

Thursday, October 1, 2015

კონცეპტი „მაითი დეკ“ – „სუზუკის“ სიახლე ტოკიოსთვის

Suzuki Unveils The Mighty Deck Concept Ahead Of Its Official Debut
1 ოქტომბერი
„სუზუკიმ“ ტოკიოს მოტორ შოუსთვის, რამდენიმე კონცეპტუალური სიახლე მოამზადა, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული, მინი ავტომობილი „მაითი დეკია“. ამ კონცეპტში გაერთიანებულია როგორც ჰეჩბეკი, ასევე პიკაპიც და თუ გნებავთ, პლიაჟის ავტომობილიც. ის თავისი კოხტა გარეგნობით და მინიმალისტურად შესრულებული სალონით გამოირჩევა. და რაც მთავარია, იაპონიაში მეტად პოპულარულ, ეგრეთ წოდებული კეი ქარების სეგმენტს განეკუთვნება.

Thursday, September 17, 2015

„GTE სპორტ კონცეპტი“ – „გოლფი“ სხვა სამყაროდან

VW Brings Awesome Golf GTE Sport Concept To Frankfurt, Because Why Not
17 სექტემბერი
„ფოლკსვაგენი“ სახალხო ავტომობილის მწარმოებლად დაიბადა. იყო დრო, როცა ხელმისაწვდომ ავტომობილებს, ფართო მასებისთვის უშვებდა და ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებზე, გაყიდვების რეკორდებს ხსნიდა. ჯერ „ხოჭო“, შემდეგ კი „გოლფი“, მართლა „ხალხის“ ავტომობილები იყო, რომლებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებოდით.

Wednesday, September 16, 2015

ვირტუალური სამყაროს მრბოლი - „ბუგატი ვიჟნ GT“

Meet The Bugatti Vision GT: In Your Face, Xbox!
16 სექტემბერი
კიდევ ერთი სათამაშო, ოღონდ ვირტუალური, ესეც ფრანკფურტის შოუზე. ოღონდ, ეს პედლებიანი მანქანა არაა. სრულგაბარიტიანია, მაგრამ ძრავის გარეშე. უბრალოდ, „ბუგატი“ იმ ფერხულში ჩაება, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლების დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია. „ბუგატი ვიჟნ GT“ - ასე ჰქვია ამ სათამაშოს, რომელიც ფრანკფურტის შოუს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, მის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე, ფრანგული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ტიზერების წყალობით გახდა.