Sauber pins hopes on lightweight F1 car for
Spanish GP
6 მაისი
ფორმულა ერთის ევროპული სეზონის დაწყების წინ
არსებული სამკვრიანი პაუზა, „ზაუბერმა“ თავისი ბოლიდის, C33-ის დასახვეწად
გამოიყენა. კერძოდ, ავტომობილმა მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში და მინიმალურ
დაშვებულ ლიმიტს მიუახლოვდა. სხვათა შორის, ჭარბი წონა C33-ის მთავარი ნაკლი იყო,
რაც მის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახებოდა.
ბოლიდის წონის შემცირებაზე მუშაობა, ჰინვილის
ბაზაზე ჩინეთის დიდი პრიზის დასრულებისთანვე დაიწყეს. გარდა ამისა, დაიწვეწა აეროდინამიკა
და ამ მხრივაც, ბარსელონაში ბევრ სიახლეს ვიხილავთ. როგორც შვეიცარიული საჯინიბოს
სატრეკო ინჟინერთა გუნდის შეფი ჯამპაოლო დალ’არა ამბობს, სიახლეთა შორისაა მოდიფიცირებული
წინა ანტი ფრთა, ძრავის ახალი ხუფი, ასევე რადიატორის კორპუსები და დეფლექტორები.
არის სხვა სიახლეებიც. კერძოდ, ძრავი, რომელსაც „ზაუბერი“
„ფერარისგან“ ღებულობს, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა მოემსახურება. გუნდში იმედოვნებენ,
რომ ამ სიახლეებით, მანქანა ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით დაიხვეწება (ტესტების
გარეშე მოდიფიკაციების შედეგების ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია)
დალ’არა
იმედოვნებს, რომ ბოლიდის კონკურენტუნარიანობაზე ყველა სიახლე დადებითად აისახება.
თუმცა, ის ასევე დარწმუნებულია, რომ წინსვლა სხვა გუნდებსაც ექნებათ. ბარსელონას
რბოლა კი დაგვანახებს, ვის მიერ გაწეული შრომა უფრო პროდუქტიული იყო. ნებისმიერ
შემთხვევაში, ჰინვილელები წრის დროების გაუმჯობესების მოლოდინში არიან.
No comments:
Post a Comment