დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Showing posts with label ტუნინგი. Show all posts
Showing posts with label ტუნინგი. Show all posts

Thursday, December 3, 2015

„ლამბორგინი ურაკანი“ 2200 ცხენის ძალით

Underground Racing Reveals 2,200 HP Twin Turbo Huracan
3 დეკემბერი
კომპანია „ანდერგრაუნდ რეისინგმა“ შეიმუშავა ძალური დანადგარი „DCT ურაკან ტვინ ტურბო“, რომელიც შეკუმშულ აირზე მუშაობისას, 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბენზინზე კი მისი სიმძლავრე 2200 ცხენის ძალას აღწევს. კომპანია აცხადებს, რომ ამ აგრეგატით აღჭურვილი „ურაკანი“ (ასეთი სულ ორია) არის ავტომობილი, „რომლისგან მიღებულ შეგრძნებასაც ვერ გადმოსცემ, ის მხოლოდ უნდა გამოსცადო“.

Wednesday, December 2, 2015

„ფორდ ფოკუს სპორტი“ ესენის მოტორ შოუზე

Ford Focus Sport Shown At Essen With Visual Tweaks
2 დეკემბერი
ახალი „ფოკუს RS-ის“ გარდა, „ფორდმა“ ესენის მოტორ შოუზე, თავისი პოპულარული ჰეჩბეკის კიდევ ერთი ვერსია - „ფოკუს სპორტი“ წარადგინა, რომელმაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ავტომობილი პირველ რიგში, თავის ფერთა მკვეთრი შეხამებით (როგორიც სულ ორია) იქცევს ყურადღებას. ეს ფერებია წითელი (რეის რედ) და შავი (პანტერ ბლექ). და ორივე ფერის შემთხვევაში, მეორეთი ცალკეული დეტალები და ნაწილებია შეღებილი.

Tuesday, December 1, 2015

„კორვეტ C7 სტინგრეი“ პოლიციისთვის

Tikt Corvette C7 Stingray Police Vehicle For Essen
1 დეკემბერი
ესენის (გერმანია) მოტორ შოუზე, რომელიც ტუნინგის სფეროს მოიცავს, გერმანული კომპანია „ტიკტ პერფორმენსი“ და ორგანიზაცია „ტიუნ ით! სეიფ!“, საპოლიციოდ მომზადებულ „კორვეტ C7 სტინგრეის“ წარადგენენ. „ტიუნ ით! სეიფ!“ ტუნინგისთვის საჭირო კომპონენტების წარმოებითაა ცნობილი და თავისი პროდუქციის რეკლამირებისთვის, ესენის ყოველ გამოფენზე, პოლიციის ფორმაში გამოწყობილ სუპერ ავტომობილებს ამზადებს ხოლმე. ამ საქმეში პარტნიორად კი ტუნინგზე მომუშავე ფირმებს ირჩევს.

Friday, November 27, 2015

„მერსედესმა“ ფ1-ის ტიტული სპეცგამოშვების A 45 AMG-ით აღნიშნა

Mercedes Celebrates Winning F1 Title With Special Edition A 45 AMG
27 ნოემბერი
ფორმულა 1-ში ზედიზედ მეორე ორმაგი გამარჯვების შემდეგ, ამ მიღწევის აღნიშვნა, „მერსედესმა“ სპეცალური ავტომობილის გამოშვებით გადაწყვიტა და მას „A45 მერსედეს AMG პეტრონას 2015 ვორლდ ჩემპიონ ედიშნ“ უწოდა. გერმანულმა კომპანიამ ამ ავტომობილს მეტსახელიც მოუფიქრა - „ვერცხლისფერი ისარი ყოველდღიურობისთვის“.

Friday, November 20, 2015

ექსვსბორბლიანი „ტოიოტა ჰაილუქსი“ ბულგარეთიდან

Bulgarian Tuner Builds Toyota Hilux 6x6
20 ნოემბერი
როგორც ჩანს, „მერსედეს-AMG“ მიერ ექვსბორბლიანი G63 6x6-ს დამზადება გადამდბი აღმოჩნდა - ჯერ ბრიტანულმა ტუნინგ ატელი „კან დიზაინმა“ ექვსბორბლიანი „ლენდ როვერ დიფენდერი“ შექმნა, ახლახანს კი მსგავსი მონსტრის აწყობა უცნობმა ბულგარულმა ფირმამ სცადა, რომელმაც ბაზისად „ტოიოტა ჰაილუქსი“ გამოიყენა.

Thursday, November 19, 2015

„აუდი TT RS“ სულ სხვა დონეზე

750 PS HPerformance Audi TT RS Is On A Whole Different Level
19 ნოემბერი
მართალია, მეორე თაობის „აუდი TT-ს“ წარმოება შარშან შეწყდა, მაგრამ გერმანულმა სატუნინგო კომპანია „Hპერფორმანსმა“, თავისი ახალი მონსტრის დასამზადბლად, სწორედ ის, უფრო სწორედ, მისი RS ვერსია შეარჩია. სტანდარტული შესრულებით, ამ ავტომობილის 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი ძრავი, 335 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.

Saturday, November 14, 2015

„როლს-როისის“ ორი ახალი სპეც გამოშვება დუბაის შოუზე

Rolls-Royce Brings Two New Special Editions To Dubai
14 ნოემბერი
„როლს-როისმა“ დუბაის საერთაშორისო მოტორ შოუზე სპეციალური გამოშვების ორი ახალი ავტომობილი - „ფანტომ კუპე ტაიგერი“ და „გოსტ გოლფ ედიშნი“ გამოფინა. პირველი არის კომპანიის ყველაზე მდიდრული ავტომობილის ერთგვარი მყვირალა ვერსია, რასაც მის შესაღებად გამოყენებული ორი ახალი ფერი, „დამწვარი ფორთოხალი“ და „არიზონას მზე“ განაპირობებს. შესაბამისი ფერთა გამაა სალონშიც, სადაც „ტან-ის“ და „სიშელის“ მარკის ტყავები გამოიყენეს. ეს ყველაფერი, სალონის გასაფორმებლად გამოყენებულ სხვა მასალებთან ერთად, რომლებიც მდიდრულ გარემოს აყალიბებს, „ფანტომ კუპე ტაიგერისთვის“ ექსკლუზიურია.

Saturday, November 7, 2015

„ფორდ მუსტანგი“ SEMA-ს შოუს საუკეთესო ავტომობილია

Ford Mustang Named Hottest Car At 2015 SEMA Show
7 ნოემბერი
ლას ვეგასის საავტომობილო ტუნინგის და სპეც ტექნიკის გამოფენა SEMA-ს საუკეთესო ავტომობილად, ზედიზედ მეოთხე დასახელდა „ფორდ მუსტანგი“. წინა სამი ტრიუმფისგან განსხვავებით, წლევანდელი მოსალოდნელი იყო, რადგან „მუსტანგის“ მთავარი მეტოქის, „შევროლე კამაროს“ ახალი თაობის გაყიდვა ახლახანს დაიწყო და ის კონკურენციისთვის მზად არ იყო, რადგან სატუნინგო ატელიეებს მასზე მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თაობათა ცვლას, იმავე „მუსტანგისთვის“ გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია.

Wednesday, November 4, 2015

„ფოკუს ST“ და „ფიესტა ST“ ლას ვეგასის შოუსთვის

Ford Previews Its Focus ST And Fiesta ST SEMA Show Tunes
4 ნოემბერი
ლას ვეგასს სპეცალური ეკიპირების ბაზრის ასოციაციის შოუზე (SEMA), რომელიც ნოემბერში გაიმართება, „ფორდი“ სხვა ავტომობილებთან ერთად, ორი ტემპერამენტიანი ჰეჩბეკის - „ფოკუს ST-ს“ და „ფიესტა ST-ს“ რამდენიმე ვერსიას წარადგენს, რომლებიც „ფორდ პერფორმენსის“ და კერძო სატუნინგო ატელიეების მიერაა მომზადებული. მათ შორის ყველაზე გამორჩეული, რალის სარბოლო ავტომობილის სტილში შესრულებული „ფოკუს ST“ იქნება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ეგზემპლარადაა შექმნილი.

Thursday, October 29, 2015

„პეტის გარაჟის“ სამი „მუსტანგი“

Petty’s Garage Unleashes Three Mustang GT King Limited Edition Models
29 ოქტომბერი
რიჩარდ პეტი (ფოტოზე, თავის მუსტანგთან) ამერიკული ავტოსპორტის, კერძოდ კი ნასქარ-ის ლეგენდაა. მეტსახელად „მეფეც“ კი შეარქვეს. მისი ერთ-ერთი ბიზნესი ავტო ტუნინგია. და პეტის ავტორიტეტიდან გამომდინარე, მისი კომპანიის (პეტი’ს გარაჟ) პროდუქციას მომხმარებელი არ აკლია. „პეტის გარაჟის“ ახალი პროდუქტი, „მუსტანგ GT-ს“ ბაზაზეა შექმნილი და ის სამი განსხვავებული მოდიფიკაციის სახით, შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 300 ცალი დამზადდება.

Tuesday, October 27, 2015

„ლენდ როვერი“ „დისქავერი LR4-ის“ მყიდველს ორ ახალ ვერსიას შესთავაზებს

Land Rover Tries To Keep The Discovery/LR4 Relevant With Landmark And Graphite Editions
27 ოქტომბერი

„ლენდ როვერი“ მალე უახლეს „დისქავერის“ წარუდგენს ბაზარს. ეს მომავალ წელს მოხდება, თუმცა ფაქტია, რომ ძველი, მეოთხე თაობის მოდელი, რომელიც ზოგ ბაზარზე LR4-ის სახელითაა ცნობილი, ჯერაც ძალიან პოპულარულია. მისი დებიუტი შორეულ 2004 წელს შედგა და 2009 წელს კოსმეტიკურ ცვლილებებს დასჯერდა. მას შემდეგ, პრაქტიკულად უცვლელი სახით მიეწოდება მყიდველს, რომელსაც ბრიტანული კომპანია პერიოდულად სპეც ვერსიებს სთავაზობს ხოლმე.

Thursday, October 22, 2015

„რეინჯ როვერ HSE“ 22-დუიმიანი ბორბლებით

Range Rover HSE Ditches Stock 20" Wheels For Custom 22s
22 ოქტომბერი
„რეინჯ როვერის“ სპეც ვერსია HSE ისედაც საბაზო მოდელთან შედარებით, უფრო მდიდრული იერით გამოირჩევა. მის ფერთა გამაში კი ყველაზე მიმზიდველი ისაა, რომელიც „კაიკურა სტოუნის“ (კაიკურა ქალაქია ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ჩრდილო აღმოსავლეთში) ფერშია (ფოტოზე) შეღებილი. ამიერიდან კი ეს ვერსია და ფერი, რომელიც კლიენტთა შორის პოპულარობით სარგებლობს, მყიდველს მორიგი სიახლით, გრაფიტისფერი 22-დუიმიანი ბორბლებითაც მიიზიდავს.

Wednesday, September 16, 2015

„ფორდ ფოკუს RS-ის“ პრემიერა ფრანკფურტში

Ford Focus RS Does 0-100 KM/H In 4.7 Seconds, Hits 266 KM/H
16 სექტემბერი
უფრო სწორედ, მისი ტექნიკური მახასიათებლების პრემიერა, რადგან ცისფერმა ოვალმა ეს ავტომობილი პირველად ჟენევის მოტორ შოუზე წარმოგვიდგინა, სადაც ძრავის სიმძლავრე და ავტომობილის შესაძლებლობები არ გაგვიმხილა. მიზეზი მარტივი იყო, აგრეგატის სრულყოფაზე მუშაობა მაშინ ჯერაც გრძელდებოდა. ფრანკფურტში კი ამერიკულმა კომპანიამ სიამაყით გვამცნო, რომ მის ყველაზე ტემპერამენტიან ჰეჩბეკს, რომელიც „ფორდ პერფორმენსის“ მიერაა მომზადებული, ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.7 წამი ჰყოფნის.

Wednesday, September 9, 2015

„რეინჯ როვერ სენტინელი“ - SVO-ს ჯავშნოსანი

JLR's SVO Division Builds Armored Range Rover Sentinel
9 სექტემბერი
„იაგუარ ლენდ როვერის“ სატუნინგო შტო „სპეციალური მანქანების ოპერაციებმა“ (SVO), „რეინჯ როვერის“ ბაზაზე, ჯავშნიანი ავტომობილი დაამზადა, მეტსახელად „სინტინელი“ (დარაჯი). ეს პირველი დაჯავშნული ავტომობილია, რომელიც SVO-მ საკუთარი ძალებით შეიმუშავა და დაამზადა. ამ ავტომობილის პრემიერა ლონდონში, თავდაცვისა და უსაფრთხოების ეკიპირების საერთაშრისო შოუზე, 15-18 სექტემბერს გაიმართება.

Wednesday, August 19, 2015

„ფორდ ფოკუს ST-ს“ ცხენის ძალები მოემატა

Ford Tunes Its Own Focus ST To 275 Horses
19 აგვისტო
იყო დრო, როცა 300 ცხენის ძალით სუპერ ავტომობილების მწარმოებლებიც კი ამაყობდნენ. დღეს სხვა დროა. სიმძლავრეები უსაშველოდ გაიზარდა. სუპერებს 700-800 ცხენის ძალაც აღარ ჰყოფნით, ამაზე მძლავრებს ჰიპერ ავტომობილებად მოიხსენიებენ. და აღარავის უკვირს, როცა საოჯახო უნივერსალებს 500 ცხენზე მეტი ემსახურება, ან 350-ცხენისძალიანი ჰეჩბეკები ერთმანეთს ნურბურგრინგის რეკორდსმენობისთვის ეჯიბრებიან.

Thursday, August 6, 2015

„ფორდ ფოკუს RS“ კომპიუტერული სიმულატორის სახელზე

Ford Builds Custom Forza Motorsport 6 Focus RS, The Stig Gets to Drive it First
6 აგვისტო
პოპულარული საავტომობილო გადაცემა „ტოპ გიარი“ გაჩერებულია და წამყვანებს არჩევს, მისი ყოფილი წამყვანები - კლარკსონი, ჰამონდი და მეი, ახალ გადაცემას აკეთებენ, ოღონდ „ამაზონ პრაიმისთვის“ და ეთერში მომავალი წლიდან გავლენ. „ტოპ გიარის“ ჯგუფის დიდი ნაწილიც, პოპულარულ ტრიოსთან რჩება. ჯერ არაა ცნობილი სტიგის მომავალი. თუმცა, სანამ ძველი და ახალი გადაცემები ახალი სტარტისთვის ემზადებიან, სტიგს საქმე გამოუჩნდა - ის „ფორდმა“ თავის სარეკლამო კამპანიაში გამოიყენა.

Friday, July 31, 2015

„მერსედეს-AMG-ს“ ავტომობილები ჰიბრიდული სისტემებით აღიჭურვება

Future Mercedes-AMG Models May Go Hybrid By 2020
31 ივლისი
„მერსედეს-ბენცი“ და მისი შტო AMG მუშაობენ იმაზე, რომ ამ უკანასკნელის მიერ მოდიფიცირებული ყველა ავტომობილი, ჰიბრიდული ტექნოლოგიებით აღიჭურვოს. ამის შესახებ, თვით „მერსედეს-ბენცის“ კვლევისა და განვითარების შეფმა, თომას ვებერმა, ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას განაცხადა.

Wednesday, July 29, 2015

„ალფა რომეოს“ ახალი მარკა QV „ბეემვეს“ M-ის ექვივალენტი იქნება

Alfa Romeo’s QV Badge Will Be Equivalent To BMW’s M
29 ივლისი
„კვადრიფოლიო ვერდე“ (QV) - ასე ჰქვია „ალფა რომეოს“ ახალ მარკას, რომლითაც იტალიური კომპანია, თავისი სერიული მოდელების ტემპერამენტიან ვერსიებს გამოუშვებს. ამ მარკით გამოშვებული ავტომობილები, „ბეემვეს“ დივიზიონ „მოტორშპორტის“ (M) მიერ გამოშვებულ ავტომობილებს გაუწევენ კონკურენციას.

Wednesday, July 15, 2015

„ლენდ როვერი“ უფრო სწრაფ და უნარიან მოდელებსაც გამოუშვებს

Land Rover developing faster, tougher SVR and SVX 4x4s
15 ივლისი
ლაპარაკია ბრიტანული კომპანიის სამოდელო გამის იმ ვერსიებზე, რომლებსაც მისი „სპეციალური ავტომობილების ოპერაციების“ შტო (SVO) შეიმუშავებს. ამჟამად ასეთ ავტომობილებზე გამალებული მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა „ლენდ როვერი“ არ აზუსტებს, თუ რომელ მოდელებს დაამშვენებს აბრევიატურა SVX, რომელსაც ამ ავტომობილების ყველაზე სწრაფი და ყველგანმავალის გამოკვეთილი თვისებების მქონე ავტომობილები „დაიმსახურებენ“.

„ფორდ მუსტანგი“ კოსმოსურ პროგრამა „აპოლოს“ სახელზე

Apollo Program-Themed Mustang Built For 2015 EAA AirVenture
15 ივლისი
„ფორდს“ ერთი ტრადიცია აქვს - ყოველწლიურად მონაწილეობს ავიამოყვარულთა ფესტივალ „EAA ეარ ვენჩურზე“, რომელსაც შტატ ვისკონსინის ქალაქი ოშკოში მასპინძლობს. ამერიკული კომპანია ფესტივალისთვის ყოველთვის ამზადებს „მუსტანგის“ სპეციალურ ვერსიებს, ამერიკის ავიაკოსმოსური ინდუსტრიის გამორჩეულ მოვლენებს ეძღვნება. ვერსია ყოველთვის ერთჯერადია და ის აუქციონზე იყიდება, რომლიდან შემოსული თანხაც, მომავალი პილოტების (პროგრამა იანგ იგლზ) მომზადებას ხმარდება.