Underground Racing Reveals 2,200 HP Twin Turbo
Huracan
3 დეკემბერი
კომპანია „ანდერგრაუნდ რეისინგმა“ შეიმუშავა ძალური
დანადგარი „DCT ურაკან ტვინ ტურბო“, რომელიც შეკუმშულ აირზე მუშაობისას, 800
ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბენზინზე კი მისი სიმძლავრე 2200 ცხენის ძალას
აღწევს. კომპანია აცხადებს, რომ ამ აგრეგატით აღჭურვილი „ურაკანი“ (ასეთი სულ
ორია) არის ავტომობილი, „რომლისგან მიღებულ შეგრძნებასაც ვერ გადმოსცემ, ის მხოლოდ
უნდა გამოსცადო“.
„ანდერგრაუნდ რეისინგი“ კლიენტს თავის წყვილ
ტურბოიან სისტემას ფორსირების სხვადასხვა ხარისხით და განსხვავებულ ფასად სთავაზობს.
მაგალითად, 800-ცხენისძალიანი ვერსია (93 ოქტანობის ბენზინზე მუშაობს სტანდარტული
ელექტრონიკით) 49 000 დოლარი ღირს. 100 ცხენით მეტი, მყიდველს 10 000 დოლარით
მეტი დაუჯდება. ეს ვარიანტი სარბოლო საწვავზე მუშაობს.
ვისთვისაც ესეც არაა საკმარისი, მას მე-2 და მე-3 დონის
ფორსირებას შესთავაზებენ, რომელთა შემთხვევაშიც, სიმძლავრე 1 000 და 1 250 ცხენის
ძალას აღწევს. პირველის მყიდველს 69 000 დოლარის გადახდა მოუწევს, მეორე
შემთხვევაში კი ფასი 99 000 დოლარია.
დაბოლოს,
ხელმისაწვდომია ფორსირების კიდევ ორი დონე. ერთის სახელია „რეის ვერშნ“, მეორისა
კი - „X ვერშნ“. პირველის მყიდველის განკარგულებაში 1 500 ცხენის ძალა მოექცევა,
მეორე კი 2 200 ცხენის ძალით დაგახვევთ თავბრუს. ასეთი შესაძლებლობებით კი ვერც
„კიონიგსეგის“ ჰიპერ ავტომობილები დაიკვეხნის და ვერც „ბუგატის“ მომავალი სიახლე -
„შირონი“. თუმცა, გარცელებული ინფორმაციით, „შირონის“ აგრეგატის სიმძლავრე, „ანდერგრაუნდის“
ძრავის მეოთხე დონის ვერსიის სიმძლავრეს გაუტოლდება.
No comments:
Post a Comment