Nissan withdraws LMP1 entry from 2016 WEC
22 დეკემბერი
„ნისანმა“ გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო
ჩემპიონატიდან საკუთარი განაცხადი გამოიტანა. იაპონური კომპანია აღნიშნული სერიის
უმაღლეს, LMP1 კატეგორიას, სადაც 1999 წლის შემდეგ არ უასპარეზია, გასულ სეზონში
დაუბრუნდა. მან ლე მანის 24-საათიან რბოლაში, ინოვაციურ სარბოლო პროტოტიპ „GT-R LM
ნისმოთი“ იასპარეზა, რომელსაც ძრავი წინ აქვს განლაგებული.
გუნდი მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობასაც
გეგმავდა, მაგრამ ლე მანზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, ყოველი შემდგომი რბოლიდან
მოეხსნა. სხვათა შორის, ლე მანამდე ორი ეტაპიც გამოტოვა, რის მიზეზადაც ის
გარემოება დაასახელა, რომ ლე მანისთვის უკეთ მომზადბა სურდა. მაგრამ ლე მანის
კვალიფიკაციაზე, LMP1 კატეგორიაში კონკურენტებთან 25 წამი წააგო. ამის მიუხედავად,
გუნდმა რბოლაში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ მისი სამი ეკიპაჟიდან, ფინიშს ვერცერთმა
ვერ მიაღწია.
ამას მოჰყვა პროექტის მთავარი სულის ჩამდგმელის და ხელმძღვანელის, დარენ კოქსის გათავისუფლება. ამის მიუხედავად, იაპონურმა კომპანიამ პროექტზე მუშაობა გააგრძელა და ახლახანს, მორიგი ტესტებიც ჩაატარა. ამ ტესტებმა აჩვენა, რომ „GT-R LM ნისმო“, „პორშეს“, „აუდის“ და „ტოიოტას“ შესაძლებლობებს ვერც კი მიუახლოვდება. ამის გამო გადაწყდა, რომ პროექტი აღარ გაგრძელდეს.
თავის განცხადებაში, „ნისანი“ აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიუხედავად, მოტორ სპორტში აქტივობას კვლავ გააგრძელებს, რადგან რბოლები კომპანიის გენებშია. მართალია, LMP1 კატეგორიას ტოვებს, მაგრამ „ნსიანი“ გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში კვლავ ჩართული იქნება, ოღონდ მხოლოდ ძრავების მიმწოდებლის რანგში, მათ შორის, უახლესი, LMP3 კატეგორიის პროტოტიპებისთვისაც.

ფილმები ავტომოტოზე www.ivideos.ge
ReplyDelete