Koenigsegg Celebrates 100th Car Built in 10 Years
With One-Off Hundra Special
„ჰუნდრა“ იმითაცაა გამორჩეული, რომ მისი კარბონის ძარის
გასაფორმებლად, 24 კარატი ოქროა გამოყენებული. ფოტოებს თუ დახედავთ, ადვილად მიხვდებით,
თუ კონკრეტულად რა ადგილებში. პრეზენტაციაზე ბედნიერმა ფონ კიონიგსეგმა განაცხადა,
რომ მისი ჰიპერ ავტომობილი, სოლიდური ასაკის მიუხედავად, ძველებურად იზიდავს
მყიდველს და ასე იქნება იმის მიუხედავად, რომ ბაზარზე მალე რამდენიმე შესანიშნავი ახალი
ჰიპერ ავტომობილი გამოვა.
5 მარტი
თანამედროვე ავტოინდუსტრიაში, ისეთი ელიტარული
სეგმენტიც კი, როგორიც სუპერ (და ჰიპერ) ავტომობილების სეგმენტია, ძალიან
გადაიტვირთა. ამიტომ, აქ საქმის ნულიდან დაწყება უაღრესად ძნელი და სარისკო
საქმეა. მაგრამ ათი წლის წინ, შვედმა ბიზნესმენმა ქრისტიან ფონ კიონიგსეგმა
გარისკა და ამით დღესაც საფუძვლიანად ამაყობს. მისი სიამაყის საბაბი ის ჰიპერ
ავტომობილებია, რომლებსაც მისი მოგვარე კომპანია - „კიონიგსეგი“ აწარმოებს.
ახლახანს გაირკვა, რომ „აგერა S“, რომელიც კომპანიას
ჰონ კონგიდან შეუკვეთეს, „კიონიგსეგის“ მეასე ავტრომობილია. ამიტომ გადაწყდა, რომ
ის განსაკუთრებული ყოფილიყო. სახელად „ჰუნდრა“ ამიტომაც დაარქვეს - ეს სიტყვა
შვედურად ასს ნიშნავს. და რა თქმა უნდა, ეს გამორჩეული ავტომობილი ჟენევის მოტორ
შოუზე გამოიფინა, რათა ყველას კიდევ ერთხელ ელაპარაკა „კიონიგსეგსა“ და მის
ანტიკვარზე.
იმის მიუხედავად, რომ ათ წელიწადში მხოლოდ ასი
ავტომობილი დაამზადა, „კიონიგსეგს“ მაინც არაერთი აღიარება აქვს მიღებული. „ფორბსმა“
მისი „აგერა“ ავტოინდუსტრიის ისტორიაში შექმნილ ყველაზე მშვენიერი ავტომობილების
სიაში შეიყვანა. გინესის რეკორდების წიგნში „კიონიგსეგის“ ოთხი რეკორდია
დაფიქსირებული, კომპანიას მიღებული აქვს დიზაინში ძალიან პორესტიჟული, „რედ დოტის“
ჯილდო, იყო „ტოპ გიარის“ წლის საუკეთესო ავტომობილი, იმავე გადაცემაში, ყველაზე დიდხანს
ეკუთვნდა წრის გავლის აბსოლუტური რეკორდი, შეიყვანეს მსოფლიოს 100 საუკეთესო ლუქს
ბრენდის სიაში...
„ჰუნდრა“ იმავე 5.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8
ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც სხვა „აგერები“. ძრავი 1016 ცხენის ძალას (6900
ბრ/წთ-ზე) და 1100 ნიუტონმეტრს (4000 ბრ/წთ-ზე) ავითარებს. ძრავთან ორდისკოიანი
ქუროთი დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი. ამ ტანდემის
დახმარებით, „ჰუნდრას“ ადგილიდან ასის აკრეფა 2.8 წამში შეუძლია. მისი მაქსიმალური
სიჩქარე კი 400 კმ/სთ-ის ფარგლებშია.
დაბოლოს, ჰონ კონგელ მყიდველს „ჰუნდრაში“ 1.6 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი.
დაბოლოს, ჰონ კონგელ მყიდველს „ჰუნდრაში“ 1.6 მილიონი დოლარი აქვს გადახდილი.
No comments:
Post a Comment