18 აგვისტო
ქართველი ავტო
გურმანებისთვის სახელი გოჩა ქსოვრელი ცნობილია - ჩვენ მისი არაერთი საინტერესო
ნამუშევარი გაგაცანით, იყო ეს ტუნინგი, თუ საკუთარი დიზაინის ავტომობილი. ისინი
მნახველში ყოველთვის აღტაცებას იწვევენ. გოჩას ნებისმიერი კონცეპტუალური
ავტომობილი, საერთაშორისო დიდ გამოფენებზე სათანადო ყურადღებას მიიქცევდა. მთავარი
მიზეზი, რომლის გამოც ასე არ ხდება და ეს ავტომობილები კონცეპტუალურადვე (ხშირად
მასშტაბურ მოდელებად) რჩება, ფინანსების არქონაა.