დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 18, 2013

„ლარაკი ეპიტომი“ – 1 750-ცხენიანი მონსტრი მაროკოდან

Laraki Motors Epitome Concept is $2M and 1,750 hp that we didn't see coming
18 აგვისტო
მაროკოელი დიზაინერი აბდესალამ ლარაკი ცნობილია თავისი ძვირფასი იახტებით, თუმცა მისმა კომპანია „ლარაკი მოტორსმა“ სუპერ ავტომობილის შემუშავებაც სცადა და რაც გამოუვიდა, კალიფორნიაში, პებლ ბიჩის (მონტერეი) ელეგანტურობის კონკურსზე გაიტანა. ავტომობილის სახელია „ლარაკი ეპიტომი“ და ის პებლ ბიჩის ფესტივალის ნამდვილი სენსაცია გახდა.

კონცეპტუალური „სპაიკერ B6 ვენატორ სპაიდერი“

New Spyker B6 Venator Spyder Concept to Go On Sale Next Year
18 აგვისტო
მას შემდეგ, რაც კანადელმა ბიზნესმენმა ვიქტორ მიულერმა „სააბის“ გაცოცხლება ვერ შეძლო, მთელი თავისი ყურადღება სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ჰოლანდიურ კომპანია „სპაიკერზე“ გადაიტანა, რომლის თანამფლობელი და მთავარი აღმასრულებელიც თავადაა. და აი, პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, მიულერმა კუპე „B6 ვენატორის“ ღია ვერსია, „B6 ვენატორ სპაიდერი“ წარადგინა.

„ფერარი“ 27.5 მილიონ დოლარად

1967 Ferrari 275 GTB/4 NART Spider sells for incredible $27.5 million
18 აგვისტო
ამერიკის ქალაქ მონტერეიში (კალიფორნია) გამართულ „RM ოქშენზის“ აუქციონზე, „ფერარის“ ერთ-ერთი უიშვიათესი ექსკლუზიური ავტომობილი - 1967 წელს გამოშვებული „ფერარი 275 GTB/4 NART სპაიდერი“ რეკორდულ ფასად, 27.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ აუქციონამდე, სპეციალისტები ამ ავტომობილის დაახლოებით 25 მილიონად გაყიდვას ვარაუდობდნენ.

კარლოს ტავარესს „ჯენერალ მოტორსის“ და „ფორდის“ მართვა სურს

Renault COO Tavares says he'd like to run GM or Ford
18 აგვისტო
თანამედროვე საავტომობილო ბიზნესში, „რენოს“ პორტუგალიელი მთავარი მმართველი დირექტორი კარლოს ტავარესი ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული მენჯერია. მაგრამ მას „არ გაუმართლა“, რადგან მთავარ აღმასრულებელ კარლოს გონის ლეიტენანტად ყოფნა უწევს. საერთოდ, აქ უფრო სიტყვა გაუმართლა იქნებოდა მართებული, რადგან გონის კალიბრის მენეჯერის ხელმძღვანელად ყოფნა ბევრის მომცემია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ტავარესს ახლახანს 55 წელი შეუსრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპენსიო ასაკი უახლოვდება. არადა, მას თავისუფლად შეუძლია მართოს დიდი კომპანიები.

გოჩა ქსოვრელის კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი

18 აგვისტო
ქართველი ავტო გურმანებისთვის სახელი გოჩა ქსოვრელი ცნობილია - ჩვენ მისი არაერთი საინტერესო ნამუშევარი გაგაცანით, იყო ეს ტუნინგი, თუ საკუთარი დიზაინის ავტომობილი. ისინი მნახველში ყოველთვის აღტაცებას იწვევენ. გოჩას ნებისმიერი კონცეპტუალური ავტომობილი, საერთაშორისო დიდ გამოფენებზე სათანადო ყურადღებას მიიქცევდა. მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ასე არ ხდება და ეს ავტომობილები კონცეპტუალურადვე (ხშირად მასშტაბურ მოდელებად) რჩება, ფინანსების არქონაა.

რაიკონენი: ტიტულის მოსაგებად სტაბილურობა საკმარისი აღარ არის

Raikkonen says consistency will not be enough to win F1 title
18 აგვისტო
კიმი რაიკონენი დარწმუნებულა, რომ სტაბილურობა, რომლის წყალობითაც მას კლასიფიკაციაში მეორე ადგილი უკავია, სებასტიან ფეტელთან საბრძოლველად და ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი არ იქნება. ფინელმა უნგრეთში მეექვსე რბოლა დაასრულა სამეულში (აქედან ერთი გამარჯვებაა და ხუთი მეორე ადგილი) და ამის წყალობით, მეორე ადგილი ჩამოართვა ფერნანდო ალონსოს. რაც მთავარია, ფეტელზე უკეთესი ფინიში ჰქონდა, ვისაც ახლა 38 ქულით ჩამორჩება.