UPDATE 1-Motor racing-Audi win Le Mans for 13th time
15 ივნისი
„აუდის“ გამარჯვებით დასრულდა ლე მანის 82-ე 24-საათიანი
რბოლა, რომლის ფინიშთანაც, პირველი ორი გერმანული კომპანიის ჰიბრიდული სპორტული
პროტოტიპი მივიდა. მესამე ადგილი კი „ტოიოტას“ ეკიპაჟმა დაიკავა. ეს ლე მანზე „აუდის“
მე-13 გამარჯვებაა და ზედიზედ მეხუთე. სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა ლე მანზე „პორშეს“
დაბრუნება - ცუფენჰაუზენელთა ორი ეკიპაჟიდან ფინშს მხოლოდ ერთმა მიაღწია და ისიც,
ტექნიკური პრობლემების გამო, მხოლოდ 37-ე ადგილზე.