დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, March 5, 2013

„ფორდის“ დებიუტანტი - უგზოობის მინი ავტომობილი „ეკოსპორტი“

Ford Introduces European EcoSport Mini SUV at the Geneva Motor Show
5 მარტი
„ნისან ჯუკის“ წარმატება თვალსაჩინოა და ბუნებრივია, იაპონური კომპანიის კონკურენტებს ეს არ გამორჩენიათ. რა უნდა ყოფილიყო ლოგიკური პასუხი? რა თქმა უნდა, ამ სეგმენტში შესვლა და „ჯუკის“ კონკურენტის გამოშვება. დიდი ავტომწარმოებლების უმეტესობა ახლა სწორედ ამითაა დაკავებული. ზოგმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, ზოგი ახლა დგამს, ზოგიც მალე გადადგამს. მოკლედ, ისეთი სიტუაცია იქმნება - ბორდურთან ადგილი რომ გამოჩნდება და მის დაკავებას რამდნიმე ავტომობილი ცდილობს...
ამ ფერხულს არც „ფორდი“ ჩამორჩა, რომელმაც ჟენევის ავტოგამოფენაზე სწორედ უგზოობის პატარა ავტომობილი, სახელად „ეკოსპორტი“ წარადგინა. სხვათა შორის, ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსიის პრემიერაც ჟენევაში შედგა, ოღონდ შარშან, ახლა კი სერიული ვერსიის ჯერია.
„ეკოსპორტი“ ევროპული B-სეგმენტის გლობალურ პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც ცისფერი ოვალი პოპულარულ ჰეჩბეკ „ფიესტასთვის“ იყენებს. ევროპელი ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილის ეკიპირებაში სამი ძრავი შევა. ბენზინის ძრავებია: 1.0-ლიტრიანი ტურბო ეკობუსტი, რომლის სიმძლავრეც 125 ცხენის ძალაა და 1.5-ლიტრიანი ატმოსფერული, რომელიც 109 ცხენის ძალას ავითარებს. მესამე ძრავი დიზელისაა (1.5-ლიტრიანი), რომლის სიმძლავრეც 89 ცხენის ძალაა. „ფორდის“ ინფორმაციით, ამ ძრავით აღჭურვილი „ეკოსპორტი“ თავის კლასში ყველაზე ეკონომიურია.

„ევროპისთვის განკუთვნილი, სრულიად ახალი ავტომობილი „ეკოსპორტი“ არნახულად ეკონომიური, მოქნილი და კოხტა ავტომობილია, რომელიც კომპაქტურ „B-მაქსთან“, ბესტსელერ „ფიესტასთან“ და სრულიად ახალ „ტურნეო კურიერთან“ ერთად, პატარა ავტომობილების ოჯახს ქმნის“, - პრეზენტაციაზე განაცხადა „ეკოსპორტის“ პროგრამის მთავარმა ინჟინერმა ნიკ ფიცჯერალდმა.
სხვათა შორის, „ეკოსპორტი“ მთლიანად სამხრეთ ამერიკაშია შემუშავებული. ამერიკული კომპანიის ევროპულ ბიზნესში ეს უგზოობის მეორე ავტომობილია „კუგას“ შემდეგ. მალე კი მათ შემდეგი თაობის „ეჯი“ და შვიდადგილიანი „ექსპლორერი“ დაემატება.

No comments:

Post a Comment