დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 27, 2015

„ლენდ როვერი“ „დისქავერი LR4-ის“ მყიდველს ორ ახალ ვერსიას შესთავაზებს

Land Rover Tries To Keep The Discovery/LR4 Relevant With Landmark And Graphite Editions
27 ოქტომბერი

„ლენდ როვერი“ მალე უახლეს „დისქავერის“ წარუდგენს ბაზარს. ეს მომავალ წელს მოხდება, თუმცა ფაქტია, რომ ძველი, მეოთხე თაობის მოდელი, რომელიც ზოგ ბაზარზე LR4-ის სახელითაა ცნობილი, ჯერაც ძალიან პოპულარულია. მისი დებიუტი შორეულ 2004 წელს შედგა და 2009 წელს კოსმეტიკურ ცვლილებებს დასჯერდა. მას შემდეგ, პრაქტიკულად უცვლელი სახით მიეწოდება მყიდველს, რომელსაც ბრიტანული კომპანია პერიოდულად სპეც ვერსიებს სთავაზობს ხოლმე.

და სანამ სრულიად ახალ „დისქავერის“ ჯერ კონცეპტუალური სახით ვიხილავთ, „ლენდ როვერი“ თავის კლიენტს ახლანდელი მოდელის ორ ახალ ვერსიას შესთავაზებს. მათი სახელებია „ლენდმარკი“ და „გრაფიტი“. ეს ორი ავტომობილი, სტანდარტულისგან ძირითადად ექსტერიერის და ინტერიერის სხვაგვარი გაფორმებით გამოირჩევა, რაც მათ მეტ ინდივიდუალობას სძენს. ტექნიკური აღჭურვილობის მხრივ კი ყველაფერი უცვლელი დარჩა.
ორივე ახალი ვერსია, „დისქავერის“ HSE-ს ეკიპირების ბაზაზეა შემუშავებული. „დისქავერი ლენდმარკის“ შემთხვევაში, სიახლეა სახურავის საბარგულის „რელსები“, რომლებიც სახურავის მთელს სიგრძეს წვდება. ასევე: შავი ფერის რადიატორის ცხაური, გარე სარკეების ბუდეები და წინა საბორბლე თაღების ზემოთ განლაგებული სავენტილაციო ჭრილები, ავტომობილის ვერცხლისფრად გაფორმებული სახელები რადიატორის ზემოთ და ავტომობილის უკანა ნაწილში, ასევე გვერდზე მოთავსებული ვერსიის აღმნიშვნელი სიმბოლოები. „ლენდმარკი“ ხუთწკირიან 20-დუიმიან ბორბლებზე დგას. ვერსია „ლენდმარკისთვის“ ხუთი ფერია გათვალისწინებული. ესენია: ექსკლუზიური „ზანზიბარი“ (აფრიკის თემა), „ვაიტომო გრეი“, „სანტორინი ბლექ“, „იულონგ უაითი“ და „ინდუს სილვერი“.
ინტერიერის გასაფორმებლად გამოყენებულია ტყავის მარკა „უინძორით“ გაწყობილი სავარძლები, ასევე ტყავითაა გაწყობილი მაჩვენებლების დაფა, კარის ჩანართები და წინა პანელი. შეთავაზებაშია ინტერიერის სამი ფერი. „ებონი“, „ელმონდი“ და „ტან-ი“. მესამე ფერს პირველად გამოიყენებენ „დისქავერიზე“. ამ ფერის „უინძორის“ ტყავის სავარძლებს, „ებონის“ ფერის კარის ჩანართები და წინა პანელი შეუხამდება. სალონის გასაფორმებლად ასევე გამოიყენებენ კაკლის ხის დტალებს.
რაც შეეხება „დისქავერი გრეფიტს“, პაკეტ „ბლექ პაკის“ ბაზაზე დამზადდება. მას ექნება გრაფიტის ფერში გაფორმებული რადიატორის ცხაური, გვერდითა სავენტილაციო ჭრილები, კარის სახელურები და სარკეების კორპუსები. ასევე წარწერა „დისქავერი გრეფიტი“. ეს ვერსია 19-დუიმიან 7-წკირიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ამ ვერსიისთვის ექსკლუზიურად, მუქ რუხ ფერშია შესრულებული. ამ ვერსიისთვის, მომხმარებელს ცხრა ფერს შესთავაზებენ.
„ლენდ როვერს“ ორივე ვერსიაზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებული აქვს, მიწოდებას კი იანვარში დაიწყებს.

No comments:

Post a Comment