Hamilton: No one left to emulate after matching
Senna
28 ოქტომბერი
მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტული
მოიპოვა, ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ ერთადერთი, ვისი მიღწევების -სამი
ტიტულის მოპოვების, გამეორებაც სურდა, აირტონ სენა იყო და ახლა აღარავინ არის
ისეთი, ვისთან გატოლებასაც ისურვებდა. ბრიტანელმა მრბოლმა, მსოფლიო ჩემპიონობა მას
შემდეგ გაინაღდა, რაც ოსტინში აშშ-ის დიდი პრიზი მოიპოვა. ეს მიმდინარე სეზონში
მისი მე-10 მოგებილი რბოლაა.
„სებასტიანი გერმანელია და მას ალბათ სხვა
ამბიციები აქვს. ჩემთვის კი ეტალონი ყოველთვის აირტონი იყო და მის მსგავსად, სამი
ტიტულის მოგება მინდოდა. ის არ იყო ჩემი ქვეყნიდან, მაგრამ ეს იყო ადამიანი, ვინც
პატარაობიდან აღმაფრთოვანებდა და სწორედ მისი შთაგონებით დავიწყე რბოლებში
მონაწილეობა. არ ვიცი, რას მივაღწევ მომავალში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ
აღარავინაა ისეთი, ვისი მიღწევების გამეორებას, ან გაუმჯობესებას ვისურვებდი.
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს აირტონისგან მივიღე ესტაფეტა და მას მანამ ვატარებ,
სანამ შევძლებ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც მხოლოდ მეორე ბრიტანელი, ვინც
სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ პირველმა სერ ჯეკი სტიუარტმა
შეძლო.
ბრიტანელი პილოტი ამბობს, რომ თავისი ემოციების
სიტყვებით გადმოცემა უჭირს. მისი თქმით, აირტონ სენა ახლაც მისთვის კერპია და ასე
იქნება ყოველთვის: „წარმოუდგენელია, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ვიხსენებ ჩემს პირველ
გამოსვლას ბრიტანეთის ჩემპიონატში, მახსოვს, როგორ ვმღეროდით მე და მამაჩემი „ჩემპიონზს“,
სიგიჟეა, როცა გავიფიქრებ, რომ ფ1-ის სამგზის ჩემპიონი ვარ“.
No comments:
Post a Comment