Petty’s Garage Unleashes Three Mustang GT King
Limited Edition Models
29 ოქტომბერი
რიჩარდ პეტი (ფოტოზე, თავის მუსტანგთან) ამერიკული
ავტოსპორტის, კერძოდ კი ნასქარ-ის ლეგენდაა. მეტსახელად „მეფეც“ კი შეარქვეს. მისი
ერთ-ერთი ბიზნესი ავტო ტუნინგია. და პეტის ავტორიტეტიდან გამომდინარე, მისი
კომპანიის (პეტი’ს გარაჟ) პროდუქციას მომხმარებელი არ აკლია. „პეტის გარაჟის“
ახალი პროდუქტი, „მუსტანგ GT-ს“ ბაზაზეა შექმნილი და ის სამი განსხვავებული მოდიფიკაციის
სახით, შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 300 ცალი დამზადდება.
მოდიფიკაციების სახელებია „კინგ“, „კინგ პრემიერ“
და „კინგ პრემიერ კონვერტაიბლ“. პირველი 243 ცალი დამზადდება, მეორე 43 ცალი,
მესამე კი მხოლოდ 14. ყოველი მათგანი 5.0-ლიტრიანი, მექანიკურ დამჭირხნიანი V8
ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 670 ცხენის ძალაა. ეს აგრეგატი „ფორდ
პერფორმენსის“ მიერ არის მომზადებული. ვისაც უფრო მეტი სიმძლავრე სურს, მათ ამავე
ძრავის 727-ცხენისძალიან ვერსიას შესთავაზებენ.
სტანდარტული „მუსტანგ კინგ“ ვერსიებისთვის, „ფორდ
პერფორმენსის“ ინჟინრებმა 5.0-ლიტრიანი V8 ძრავის სიმძლავრე, 235 ცხენის ძალით გაზარდეს,
რასაც თავიანთი კონსტრუქციის მექანიკური დამჭირხნის დახმარებით მიაღწიეს. გარდა
ამისა, შეიცვალა ძრავის კალიბრაცია, ძრავის წვის კამერაში შესაშვები ჰაერი გრილდება,
რაც მის ეფექტურობას აუმჯობესებს. გამოსაბოლქვიც სპეციალურად არის შემუშავებული.
მოდიფიკაცია მხოლოდ ძრავს არ შეხებია. „პეტის
გარაჟმა“ ავტომობილი დიდი დატვირთვის ნახევარღერძებით აღჭურვა. შეიცვალა უკანა
ღერძი. ავტომობილი 20-დუიმიან მრავალწკირიან ბორბლებზე დადგა, რომლებიც მქრქალი
შავი ფერისაა და კარგად ეხამება „მუსტანგ GT კინგის“ ფერებს - ცისფერსა და მუქ
ლურჯს. „პეტის გარაჟმა“ ავტომობილს უკანა დიფუზორიც შეუცვალა, რომლის ცენტრშიც
გამოსაბოლქვი მილი განლაგდა. ახალია უკანა სპოილერიც. ყოველ ავტომობილს დაამშვენებს
ფირფიტა, რომელზეც ავტომობილის მეტსახელი „კინგ“ წერია.
განსხვავებული ფორმის ბორბლებზე დგას „კინგ
პრემიერი“ და მისი ღია ვერსია. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს ახალი, უფრო მძლავრი
მუხრუჭები, რომლებსაც წინ ექვსი ცილინდრი ემსახურება, უკან კი - ოთხი. ორივე
შემთხვევაში, ინტერიერი განსხვავებული ტყავითაა გაწყობილი.
ვერსია „კინგის“ ფასი 67 495 დოლარიდან იწყება, „კინგ
პრემიერისა“ და მისი ღია ვერსიისა კი - 90 495 დოლარიდან.
No comments:
Post a Comment