Ford Previews Its Focus ST And Fiesta ST SEMA
Show Tunes
4 ნოემბერი
ლას ვეგასს სპეცალური ეკიპირების ბაზრის ასოციაციის
შოუზე (SEMA), რომელიც ნოემბერში გაიმართება, „ფორდი“ სხვა ავტომობილებთან ერთად,
ორი ტემპერამენტიანი ჰეჩბეკის - „ფოკუს ST-ს“ და „ფიესტა ST-ს“ რამდენიმე ვერსიას წარადგენს,
რომლებიც „ფორდ პერფორმენსის“ და კერძო სატუნინგო ატელიეების მიერაა მომზადებული.
მათ შორის ყველაზე გამორჩეული, რალის სარბოლო ავტომობილის სტილში შესრულებული „ფოკუს
ST“ იქნება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ეგზემპლარადაა შექმნილი.
ერთ-ერთის ავტორია კომპანია „CJ პონი პარტსი“,
რომელმაც „ფოკუს ST“ უნივერსალურ ტემპერამენტიან ჰეჩბეკად გარდაქმნა. ეს
ავტომობილი ქუჩაში სამოძრაოდაცაა და ტრეკისთვისაც. მასზე ძლიერაა შეცვლილი ძრავი,
რომელსაც გაუმჯობესებული ტურბო კომპრესორი ემსახურება. მანქანაზე „აირლიფტის“
საკიდარი დააყენეს. ავტომობილი ფორთოხლისფერად (ულტრა ორენჯ პერლი) შეღებეს და ის 19-დუიმიან
ბორბლებზე დააყენეს.
რბოლებზე
ორიენტირებული მომხმარებლისთვის მისწრება იქნება „რალი ინოვეიშენზის“ მიერ მომზადებული
„ფოკუს ST“, რომელსაც გარეგნულად ძლიერ გაგანიერებული საბორბლე თაღები, კაპოტზე არსებული
ზორბა სავენტილაციო ჭრილები და მასიური უკანა ანტი ფრთა გამოარჩევს. ამ ავტომობილს
წითელად შეღებილი ცალკეული ელემენტები გამოარჩევს და ის მრავალწკირიან 19-დუიმიან
ბორბლებზე დგას. სალონი გაძლიერებულია სუბ-ჩარჩოთი, სარბოლო სავარძლებს კი 4-წერტილოვანი
უსაფრთხოების ღვედები აქვს. მოდიფიკაცია გაიარა ძრავმა, რომელსაც ახალი შემშვები
და გამომშვები სისტემები აქვს. ტურბინას ალუმინის საშუალედო გამაგრილებელი ემსახურება.
„COBB ტუნინგის“ მიერ მომზადებული „ფოკუს ST“,
ველოსიპედით ქალაქგარეთ გასეირნების მოყვარულებს მიიზიდავს. ამ ავტომობილს
საკიდარი და ძრავი აქვს მოდიფიცირებული. რა თქმა უნდა, შეცვლილია მისი გარეგნობა
და ბორბლები.
„FS ვერკსმა“ შეიმუშავა ასევე „ფოკუს ST-ს“ თავისი
ვერსია, რომელიც გარეგნულად თითქმის არ არის შეცვლილი. სამაგიეროდ, მოდიფიკაცია
ჩაუტარდა მის ძრავს. შეიცვალა გადაცემათა კოლოფის საფეხურების შესაცვლელი ბერკეტი
და მექანიზმი, რომელიც უფრო სწრაფ და ზუსტ გადართვებს უზრუნველყოფს. გაუმჯობესდა
მუხრუჭებიც და საკიდარიც.
ორი ავტომობილი „ფიესტა ST-ს“ ბაზაზეა დამზადებული.
მათგან პირველი „ჩაინემოტივ მედიამ“ დაამზადა. ესეც ველოსიპედების თემაზეა. პატარა
ტემპერამენტიანი ჰეჩბეკი, ველომრბოლთა გუნდის გამყოლად გადაიქცა. შესაბამისად, სახურავზე
ველოსიპედის სამაგრი აქვს. მას შეუცვალეს საკიდარის ელემენტები. ავტომობილი ორიგინალური
გაფორმებით გამოირჩევა. კერძოდ, მის ლურჯ ფერს, ოქროსფერი და რუხი ფერები შეუხამეს.
დაბოლოს, „Dსპორტის“ მიერ მომზადებული „ფიესტა ST“.
ამ შემთხვევაში, ავტომობილის მთავარი ღირსება, მისი სერია ეკობუსტის სერიის 1.6-ლიტრიანი
აგრეგატია, რომელიც 400-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაგრამ „Dსპორტის“ ქმნილება
„პირელი ვორლდ ჩელენჯ ტურინგ ქარ-ის“ სერიის რბოლებში მიიღებს მონაწილეობას,
რისთვისაც ამ სერიის რეგლამენტის გამო, ძრავის სიმძლავრის 300 ცხენის ძალამდე
შემცირება მოუწევს.
No comments:
Post a Comment