Mercedes Celebrates Winning F1 Title With Special
Edition A 45 AMG
27 ნოემბერი
ფორმულა 1-ში ზედიზედ მეორე ორმაგი გამარჯვების
შემდეგ, ამ მიღწევის აღნიშვნა, „მერსედესმა“ სპეცალური ავტომობილის გამოშვებით
გადაწყვიტა და მას „A45 მერსედეს AMG პეტრონას 2015 ვორლდ ჩემპიონ
ედიშნ“ უწოდა. გერმანულმა კომპანიამ ამ ავტომობილს მეტსახელიც მოუფიქრა -
„ვერცხლისფერი ისარი ყოველდღიურობისთვის“.
სამქიმიანები ირწმუნებიან, რომ სპეციალური მოდელი,
თავისი მახასიათებლებით სრულად შეესაბამება თავის მეტსახელს. ამის გარანტიას კი AMG
იძლევა, რომელმაც ავტომობილი ჩემპიონი ბოლიდის (W06 ჰაიბრიდ) ფერებში (ვერცხლისფერის,
შავის და მწვანეს შეხამება) გააფორმა. სპეცალური მოდელი 19-დუიმიან ბორბლებზე
დააყენეს, რომლებიც ტიტანის რუხ ფერშია შეღებილი. გარდა ამისა, ის დიდი ზომის
სპლიტერით აღიჭურვა.
ავტომობილს სახურავის ბოლოში აქვს სპოილერი,
რომელიც მოტორსპორტთან მის ნათესაობაზე მიგვანიშნებს. სალონში „AMG პერფორმენსის“
სავარძლები დააყენეს. გარდა ამისა, ეკიპირებაში შევიდა ღამის პაკეტი, „AMG
ექსკლუზივ“ პაკეტი და „AMG დაინემიკ პლუს“ პაკეტი. ავტომობილს 381 ცხენის ძალა
ემსახურება და ამის წყალობით, ადგილიდან ასის აკრეფა 4.2 წამში ეხერხება.
„ვერსია „ვორლდ ჩემპიონ ედიშნის“ გამოშვებით, ჩვენი
გადავწყვიტეთ, კლიენტებისთვის ის სიხარული და სიამაყე გაგვეზიარებინა, რაც ფორმულა
1-ის მსოფლიო ჩემპიონატში, „მერსედეს AMG პეტრონასის“ გამარჯვებამ მოგვიტანა. ასე
ჩვენს ფანებს ლუის ჰამილტონის და ნიკო როსბერგის მიღწევებს ვუზიარებთ“, - ამბობს
„მერსედეს-AMG-ს“ მთავარი აღმასრულებელი ტობიას მოერსი.
„A45
მერსედეს AMG პეტრონას 2015 ვორლდ ჩემპიონ ედიშნის“ პირველი წარდგენა აბუ დაბიში, იას
მარინას ავტოდრომზე აბუ დაბის დიდი პრიზის წინ გაიმართა. მისი გაყიდვები იანვარში
დაიწყება და მაისში დასრულდება. გერმანიაში ასეთი ავტომობილის მყიდველს, მინიმუმ 65
402 ევროს გადახდა მოუწევს.
No comments:
Post a Comment