Ford Focus Sport Shown At Essen With Visual
Tweaks
2 დეკემბერი
ახალი „ფოკუს RS-ის“ გარდა, „ფორდმა“
ესენის მოტორ შოუზე, თავისი პოპულარული ჰეჩბეკის კიდევ ერთი ვერსია - „ფოკუს
სპორტი“ წარადგინა, რომელმაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს
ავტომობილი პირველ რიგში, თავის ფერთა მკვეთრი შეხამებით (როგორიც სულ ორია) იქცევს
ყურადღებას. ეს ფერებია წითელი (რეის რედ) და შავი (პანტერ ბლექ). და ორივე ფერის
შემთხვევაში, მეორეთი ცალკეული დეტალები და ნაწილებია შეღებილი.
ფერთა
ეს გამები ცისფერი ოვალისთვის ახალი არაა. პირველად მან ისინ „ფიესტას“ ორ ახალ
ვერსიაზე - „ფიესტა რედსა“ და „ფიესტა ბლექზე“ გამოიყენა, რომლებიც შარშან გაგვაცნო.
როცა ავტომობილის ძირითადი ფერი შავია, წითლად რადიატორის ცხაურის არშია, წინა სპოილერი,
გარე სარკეების კორპუსები, სახურავი და უკანა დიფუზორია შეღებილი. ბორბლები ორივე
შემთხვევაში შავია, 18-დუიმიანი, რომლების წკირებს შორისაც კარგად ჩანს წითელი
ფერის სამუხრუჭე დამჭერები.
მაგალითად, შავ სპორტულ სავარძლებს აქვს წითელი ნაკერი/ზოლები,
საჭის რგოლი, ხელის მუხრუჭი და გადაცემათა კოლოფის ბერკეტი, ასევე შავი ტყავით და
წითელი ნაკერებითაა გაწყობილი. პედლების კვანძი კი მთლიანად ალუმინისგან შესრულდა.
დანარჩენი კი ყველაფერი სტანდარტული „ფოკუსისგანაა“.
ავტომობილის კაპოტის ქვეშ განლაგებულია სერია
ეკობუსტის 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელსაც მყიდველს ფორსირების ორი ხარისხით
შესთავაზებენ. ერთის სიმძლავრე 150 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 182 ცხენის ძალა.
გარდა ამისა, გამაშია 2.0-ლიტრიანი TDCi დზელი 150 ცხენის ძალით. ამ სამი
ვარიანტიდან, ყველაზე ხელმისაწვდომი ისაა, რომელსაც 150 ცხენიანი ეკობუსტი
ამოძრავებს. გერმანიაში ის 24 960 ევრო ღირს.
No comments:
Post a Comment