Cadillac Initially Focusing On Plug-In Hybrids
Before Evs
2 დეკემბერი
„კადილაკმა“ დაადასტურა, რომ სანამ მთლიანად
ელექტრული ავტომობილების წარმოებაზე გადაერთვებოდეს, აქცენტს პლაგ-ინ ჰიბრიდულ
ავტომობილებზე გააკეთებს. ამერიკულმა კომპანიამ თავისი პირველი პლაგ-ინ ჰიბრიდული
ავტომობილი, რომელიც ლუქსის კლასის სედან CT6-ის ბაზაზე დაამზადა, უკვე გაგვაცნო.
ეს ავტომობილი ბაზარზე მომავალი წლის ბოლოს გამოვა. მისი აგრეგატის შემადგენლობაში
შედის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი და ორი ელექტრო ძრავი, რომლებსაც
ენერგიით ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკი კვებავს.
„კადილაკი“ არ ამბობს, აპირებს თუ არა ამ აგრეგატის
სხვა მსგავსი ტიპის მოდელებზე გამოყენებასაც. ან ყველა მოდელზე ინდივიდუალურ
ჰიბრიდულ აგრეგატს დააყენებენ, თუ არა. მთავარი ისაა, რომ ასეთი სისტემებით
აღჭურვილი ავტომობილები გაცილებით ნაკლებ საწვავს მოიხმარს და რაც მთავარია, „კადილაკის“
მოდელების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობას ძლიერ შეამცირებს.
ამგვარად, საჭირო აღარ იქნება დღესვე
ელექტრომობილების წარმოების დაწყება. ამას „კადილაკი“ მას შემდეგ გააკეთებს, რაც ამ
ტიპის ავტომობილების ფასები შიდაწვის ძრავით აღჭურვილების ფასს მიუახლოვდება და
შესაბამისად, კომერციულად მოგებიანი გახდება. სიძვირის გარდა, ელექტრომობილებს ორი
ძირითადი ნაკლიც აქვს - შედარებით მცირე სვლის სიშორე და დამუხტვის ხანგრძლივობა.
სხვათა შორის, თავისი ევროპელი კონკურენტებისგან
განსხვავებით, „კადილაკს“ ერთი უპირატესობაც აქვს: მისი ავტომობილების საშუალო
გამონაბოლქვი, „ჯენერალ მოტორსის“ საშუალო მაჩვენებლის ნაწილია. გენერლები კი არაპრემიუმ
მოდელებსაც აწარმოებენ, რომლებიც ისედაც შედარებით მცირე ხარჯით გამოირჩევა და
საერთო ჯამში, დიდი ოჯახის სხვა წევრების მაჩვენებლებს დაბლა სწევენ.
შედარებისთვის, მსგავსი ეფექტის მისაღებად, „ბეემვეს“ ცალკე ქვე-ბრენდ i-ს
შექმნა დასჭირდა, რათა მისი ავტომობილების საშუალო გამონაბოლქვი დაბლა დაეწია.
„კადილაკის“ შეფი იოჰან დე ნისხენი ამბობს, რომ ელექტრომობილები
მისი ბრენდის მომავალია და როგორც კი მათი მასობრივი წარმოების (და შესაბამისად, გაყიდვებისაც)
საფუძველი ბაზარზე შეიქმნება, „კადილაკიც“ მათ წარმოებას მასობრივად დაიწყებს.
No comments:
Post a Comment