Jaguar Land Rover will double size of UK engine
plant
2 დეკემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ 450 მილიონ გირვანქა
სტერლინგს მოახმარს თავის ვულვერჰემპტონის ქარხანას, რომელიც ძრავებს აწარემოებს. ახალი
საინვესტიციო გეგმა ნიშნავს, რომ ბრიტანული კომპანიის მიერ ამ ქარხანაზე გაწეული ჯამური
დანახარჯები 1.0 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიაღწევს. ვულვერჰემპტონის ქარხანა შარშან
ამუშავდა და ის სერია ინჯენიუმის ოთხცილინდრიან დიზელის ძრავებს აწარმოებს.
„იაგუარ ლენდ როვერი“ აცხადებს, რომ ვულვერჰემპტონის
ქარხნის ამუშავების შემდეგ, იქ 50 000-ზე მეტი ძრავი გამოუშვა. ოღონდ, არ დაუზუსტებია,
თუ რამდენად გაიზრდება წარმოების მოცულობა ახალი ინვესტიციის შემდეგ. ჯერჯერობით
ისიც უცნობია, თუ სერია ინჯენიუმის ოჯახი რომელიც ახალი აგრეგატებით შეივსება. თუმცა
კომპანიას ადრე გამოცხადებული აქვს, რომ ინჯენიუმის მეორე წევრი, ბენზინის
2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი იქნება. გარდა ამისა, იგეგმება დიზელის ახლანდელი ძრავის,
წყვილ ტურბოიანი მძლავრი ვერსიის წარმოება.
ქარხანა, რომელიც ქალაქ ბირმინგემიდან ჩრდილო
დასავლეთით მდებარეობს, „იაგუარ ლენდ როვერის“ დამოუკიდებლად ოპერირების საფუძველს
წარმოადგენს. მართალია, ეს კომპანია ინდური „ტატას“ ჯგუფში შედის, მაგრამ ჯერაც მეტწილად
„ფორდის“ ძრავებს იყენებს, რომელსაც ადრე (2008 წლამდე) ეკუთვნდა.
ინჯენიუმის დიზელის ძრავი ამჟამად საშუალო ზომის
სედან „იაგუარ XE-ს“, უგზოობის „ლენდ როვერ დისქავერი სპორტის“, განახლებული „რეინჯ
როვერ ევოუკის“ ძრავების გამაში შედის. ამ ეკონომიური და სუფთა ძრავის დახმარებით,
„იაგუარმა“ შეძლო, რომ თავისი სედანის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა (ყოველ
კილომეტრზე) 99 გრამამდე შეემცირებინა. სხვათა შორის, მალე ამ ძრავს „იაგუარის“
პირველ უგზოობის მოდელ „F-პეისზე“ და დიდ სედან XF-ზეც დააყენებენ.
გაფართოების შემდეგ, ვულვერჰემპტონის ქარხნის სამუშაო
ფართობი 200 000 კვადრატულ მეტრს მიაღწევს. გარდა ამისა, სამუშაო ადგილების რაოდენობა
1400-ით გაიზრდება. „იაგუარ ლენდ როვერის“ განცხადებით, ძრავების ახალი ქარხანა, მთელს
ბრიტანეთში, ბოლო ათწლეულში აშენებული ყველაზე მნიშვნელოვანი საწარმოა. უფრო
მეტიც, ბრიტანული კომპანია, ძრავების კიდევ ერთ ქარხანას ჩინეთში ააშენებს. ცნობისათვის,
ის იქ უკვე „რეინჯ როვერ ევოუკს“ და „ლენდ როვერ დისქავერი სპორტს“ აწარმოებს.
No comments:
Post a Comment