Lewis Hamilton and Nico Rosberg warned they could
be dropped
2 დეკემბერი
„მერსედესის“ გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა გააფრთხილა
თავისი პილოტები, ლუის ჰამილტონი და ნიკო როსბერგი, რომ მათ შორის დაძაბული
ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში, რომელიმე მათგანს გუნდის დატოვება მოუწევს.
ყოფილ მეგობრებს შორის ურთიერთობა ბოლო ორ სეზონში დაიძაბა, როცა ისინი მსოფლიო
ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოდნენ. მათი ურთიერთობის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი
იყო ოსტინის რბოლის დასაწყისი, რომლის დროსაც, ჰამილტონმა თანაგუნდელი მოსახვევში ტრასის
მიღმა გარიყა.
ვოლფი ამბობს, რომ თუ პილოტებს შორის უთანხმოება
გაგრძელდება, ის იძულებული გახდება, რომელიმეს შეცვლაზე იფიქროს. „ჩვენ თავიდანვე
გადავწყვიტეთ გუნდში ორი განსხვავებული პილოტის მოწვევა, რაც ჩვენი აზრით, სწრაფ
პროგრესში დაგვეხმარებოდა. სამი წლის წინათ, ეს საფუძვლიანი გადაწყვეტილება იყო.
სამომავლოდ უნდა გადავწყვიტოთ, არის თუ არა ეს წყვილი გუნდისთვის ოპტიმალური.
შეესაბამება თუ არა ის ჩვენს სულისკვეთებას და ფილოსოფიას. პილოტებთან
დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას, სწორედ ამას გავითვალისწინებთ“, -
ამბობს ვოლფი.
აღსანიშნავია, რომ როსბერგის კონტრაქტი მომავალი
სეზონის ბოლოს დასრულდება. ჰამილტონმა კი თავისი კონტრაქტი ახლახანს გააგრძელა და
ის სამქიმიანებთან დარჩენის საშუალებას 2018 წლის სეზონის ბოლომდე მისცემს.
შესაბამისად, თუ გერმანულ გუნდს პილოტის შეცვლის სურვილი გაუჩნდება, პირველ რიგში
სწორედ როსბერგს გაუშვებს. ოღონდ, ამაზე ლაპარაკისგან ვოლფი თავს იკავებს.
„დახურულ კარს მიღმა ბევრი რამ ხდება. ვგრძნობ, რომ
ჩვენი გუნდი ასეთი ძლიერი ადრე არასდროს ყოფილა. მაგრამ მრბოლებს შორის რთული
ურთიერთობა ჩვენი ყველაზე დიდი სისუსტეა. და ეს არაა კარგი. თუ მკითხავთ, რა არის გუნდის
სიძლიერის და სისუსტის ნიშანი, ვიტყვი, რომ სიძლიერეს, მისი წევრების ხასიათი და
პიროვნული თვისებები აყალიბებს. სისუსტეს კი მრბოლთა შორის ურთიერთობის დინამიზმია.
ხან კი მრბოლებსა და გუნდს შრის ურთიერთობა“, - ყვება ვოლფი.
გასულ სეზონში „მერსედესი“ ყოველ გამარჯვებას,
რბოლის შემდეგ, გუნდური ფოტოს გადაღებით აღნიშნავდა. და ამ ფოტოებზე, მხოლოდ ერთი,
გამარჯვებული პილოტის სახეზეა ღიმილი. დამრცხებულს კი სახე ჩამოსტირის. ვოლფი
ამბობს, რომ ეს განწყობა გუნდსაც გადაედება და ეს ისაა, რაც აუცილებლად უნდა შეწყდეს.
No comments:
Post a Comment