დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 19, 2015

„აუდი TT RS“ სულ სხვა დონეზე

750 PS HPerformance Audi TT RS Is On A Whole Different Level
19 ნოემბერი
მართალია, მეორე თაობის „აუდი TT-ს“ წარმოება შარშან შეწყდა, მაგრამ გერმანულმა სატუნინგო კომპანია „Hპერფორმანსმა“, თავისი ახალი მონსტრის დასამზადბლად, სწორედ ის, უფრო სწორედ, მისი RS ვერსია შეარჩია. სტანდარტული შესრულებით, ამ ავტომობილის 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი ძრავი, 335 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
„Hპერფორმანსის“ ინჟინრებმა, რომ იტყვინ, ძრავისგან ყველაფერი გამოწურეს, რის შემდეგაც, მისმა სიმძლავრემ 750 ცხენის ძალას მიაღწია, მაქსიმალურმა მაბრუნმა მომენტმა კი - 880 ნიუტონმეტრს. ატელიე არ აკონკრეტებს იმ ინჟინრულ გადაწყვეტებს, რომელთა წყალობითაც, ამ ხუთცილინდრიანი ძრავისგან ნამდვილი მონსტრი მიიღო. სამაგიეროდ გვამცნობს, რომ გაძლიერების შემდეგ, აგრეგატი თავის მიერ დამზადბული გამოსაბოლქვი კოლექტორით, GTX-35 ტურბო კომპრესორით, ახალი ინტერქულერით, ჰაერის შემშვები სისტემით და საწვავის მძლავრი ტუმბოთი აღჭურვა. ოპტიმიზაცია ჩაუტარდა ფრქვევანებს. ამასთან, ავტომობილი R8-ს სამუხრუჭე სისტემით აღიჭურვა.
ავტომობილის ასეთი „გამხეცებისთვის“ საჭირო კომპლექტი 50 000 ევრო ღირს, თუმცა ატელიე მყიდველს განსხვავებულ ტურბო კომპლექტსაც სთავაზობს, რომლის შემთხვევაშიც, სიმძლავრე 600 ცხენის ძალამდე კლებულობს, მისი ფასი კი 9 999 ევროა.

No comments:

Post a Comment