დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 19, 2015

„ფიატ 124 სპაიდერი“ - „მაზდა მიატას“ იტალიელი ნათესავი

New Fiat 124 Spider Shines From The L.A. Auto Show Floor
19 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე შედგა „ფიატის“ უახლესი ავტომობილის, ორადგილიან როდსტერ „124 სპაიდერის“ მსოფლიო პრემიერა. ეს ავტომობილი ბაზარზე მომავალ წელს გამოვა და ეს დაუკავშირდება მისი წინამორბედის წარმოების დაწყების 50 წლის იუბილეს. პატარა იტალიური როდსტერი, „მაზდას“ პოპულარულ როდსტერ MX-5-ის (მიატას) პლატფორმაზეა აგებული, თუმცა სტილით და ძრავებით მისგან განსხვავდება.
ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილი როდსტერი აღჭურვილია „500 აბარტის“ 1.4-ლიტრიანი ტურბო ძრავით (სერია მულტიეარის მეორე თაობა), რომელიც 160 ცხენის ძალას და 249 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. სხვათა შორის, იგივე ძრავი ევროპული ვერსიის შემთხვევაში, მხოლოდ 140 ცხენის ძალას და 240 ნიუტონმეტრ მომენტს იძლევა. ევროპაში ძრავთან მხოლოდ ერთი, 6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია იმუშავებს, ამერიკულ ვარიანტზე კი ამდენივე საფეხურის მქონე ავტომატური კოლოფის დაყენებაც არის შესაძლებელი.
თავისი იაპონელი დონორისგან განსხვავებით, იტალიური როდსტერი კლასიკური ავტომობილის სტილშია შესრულებული. მყიდველს მას ორი დონის ეკიპირებით შესთავაზებენ. ესენიაკლასიკა და ლუსო (ლუსო ნიშნავს ლუქსს), რაც მიგვანიშნებს, რომ ორივე შემთხვევაში, მეტი ყურადღება კომფორტსა და გლამურულობაზე გამახვილდება. ამის საშუალებას თუნდაც ძრავები იძლევა, რომლებიც უფრო მაღალი მომენტით და დაბალი ბრუნთა რიცხვებით გამოირჩევა.

„ფიატის“ ახალი როდსტერი ევროპელ დილერთა შოურუმებში, მომავალი წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. შემდგომში მის ბაზაზე ტემპერამენტიან ვერსიას „აბარტი“ მოამზადებს.

No comments:

Post a Comment