Tikt Corvette C7 Stingray Police Vehicle For
Essen
1 დეკემბერი
ესენის (გერმანია) მოტორ შოუზე, რომელიც ტუნინგის
სფეროს მოიცავს, გერმანული კომპანია „ტიკტ პერფორმენსი“ და ორგანიზაცია „ტიუნ ით!
სეიფ!“, საპოლიციოდ მომზადებულ „კორვეტ C7 სტინგრეის“ წარადგენენ. „ტიუნ ით! სეიფ!“
ტუნინგისთვის საჭირო კომპონენტების წარმოებითაა ცნობილი და თავისი პროდუქციის რეკლამირებისთვის,
ესენის ყოველ გამოფენზე, პოლიციის ფორმაში გამოწყობილ სუპერ ავტომობილებს ამზადებს
ხოლმე. ამ საქმეში პარტნიორად კი ტუნინგზე მომუშავე ფირმებს ირჩევს.
ამჯერად სწორედ „ტიკტ პერფორმენსის“ და „კორვეტC7
სტინგრეის“ ჯერი დადგა. ერთობლივი ნამუშევარი შესანიშნავად გამოიყურება -
საპოლიციო თეთრი და ცისფერი მას ძალიან მოუხდა და უფრო აგრესიული იერიც კი მიანიჭა.
თუმცა, აგრესიულობა ავტომობილს უფრო კარბონისგან დამზადებულმა წინა სპლიტერმა, უკანა
სპოილერმა და გვერდითმა კალთებმა მიანიჭა. გარდა ამისა, ავტომობილი 19/20-დუიმიან
ბორბლებზე დააყენეს. რა თქმა უნდა, ავტომობილის ეკიპირებაში, საპოლიციო
ატრიბუტებიც შევიდა, რომელთა შორისაც ყველაზე თვალსაჩინო, „ჰელას“ სასიგნალო მანათობლებია.
შეგახსენებთ, რომ ეს ავტომობილი აღჭურვილია 6.2-ლიტრიანი
V8 ძრავით, რომელიც 460 ცხენის ძალას და 630 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ
აგრეგატით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 4.2 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური
სიჩქარე კი 290 კმ/სთ-ს აღწევს. „ტიკტ პერფორმენსში“ ჩათვალეს, რომ საპოლიციო
ავტომობილისთვის ეს სრულებით საკმარისია და ძრავის მოდფიკაციაზე აღარ იზრუნეს.
No comments:
Post a Comment