დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 1, 2015

მე-2-მილიონე „ლენდ როვერ დიფენდერი“ აუქციონზე გაიყიდება

2,000,000th Land Rover Defender Heads To Auction
1 დეკემბერი
იმ „დიფენდერს“, რომელსაც რიგითი ნომრის გრაფაში რიცხვი 2 000 000 უწერია, „ლენდ როვერი“ საქველმოქმედო აუქციონზე გაჰყიდის, რომელიც 15-16 დეკემბერს გაიმართება. ბრიტანული კომპანია ამგვარად, ამ ლეგენდარული მოდელის წარმოების 67 წლის იუბილეს აღნიშნავს. გამორჩეული ნომრის მქონე ავტომობილი, სოლიჰალის ქარხანაში დამზადდა და მის აწყობაში, ბრენდის 33-მა ელჩმა და ენთუზიასტმა მიიღო მონაწილეობა.
„დიფენდერის“ N 2 000 000 ეგზემპლარს, ბევრი გამორჩეული დეტალი გააჩნია. მაგალითად, ესაა წითელი ნავმისადგომის სანაპიროს რუქა, ადგილისა, სადაც პირველ „დიფენდერის“ ესკიზები ქვიშაზე დახატეს. ეს რუქა სპეციალურ ალუმინის დაფაზეა დატანილი. ავტომობილის ძარა შეღებილია ვერცხლისფერი საღებავით, რომლის სახელია ინდუს სილვერ. მასთან კარგადაა შეხამებული ბორბლის შავი თაღები, ასევე შავია სახურავი, კარის საკიდები, რადატორის ცხაური, გარე სარკეების კორპუსები და ბორბლები.
სიახლეები კაბინაშიცაა. მაგალითად, მძღოლის სავარძლის სადგამზე მოთავსებულია სპეციალური დაფა, რომელზეც ყველა იმ ადამიანის ხელმოწერაა, ვინც ამ ავტომობილის დამზადებაში მიიღო მონაწილეობა. გასაფორმებლად გამოყენებულია ალუმინის დეტალები და მაღალი ხარისხის ტყავი. ამ მასალებითაა გაწყობილი ცენტრალური პანელი, საჭის რგოლი, გადაცემათა კოლოფის საფეხურების შესაცვლელი ბერკეტი, სატრანსფერო ბერკეტი, ხელის მუხრუჭის ბერკეტი და სხვა.
ავტომობილი „ბონჰემსის“ აუქციონზე გაიყიდება. მიღებული თანხის ნაწილი, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციას გადაეცემა, ნაწილს კი ფონდი „ბორნ ფრი“ მიიღებს. აუქციონი გაიმართება სპეციალური გამოფენის ფარგლებში, რომელზეც „ლენდ როვერი“ ყველა გამორჩეულ „დიფენდერს“ წარადგენს. მათ შორის იქნება ფილმებში გადაღებული ავტომობილები, ვერსიები „ქვინ“ და „სერ უინსტონ ჩერჩილ“, ასევე სხვადასხვა გამორჩეული ვერსიები.

No comments:

Post a Comment