Rolls-Royce Brings Two New Special Editions To
Dubai
14 ნოემბერი
„როლს-როისმა“ დუბაის საერთაშორისო მოტორ შოუზე სპეციალური
გამოშვების ორი ახალი ავტომობილი - „ფანტომ კუპე ტაიგერი“ და „გოსტ გოლფ ედიშნი“ გამოფინა.
პირველი არის კომპანიის ყველაზე მდიდრული ავტომობილის ერთგვარი მყვირალა ვერსია,
რასაც მის შესაღებად გამოყენებული ორი ახალი ფერი, „დამწვარი ფორთოხალი“ და „არიზონას
მზე“ განაპირობებს. შესაბამისი ფერთა გამაა სალონშიც, სადაც „ტან-ის“ და „სიშელის“
მარკის ტყავები გამოიყენეს. ეს ყველაფერი, სალონის გასაფორმებლად გამოყენებულ სხვა
მასალებთან ერთად, რომლებიც მდიდრულ გარემოს აყალიბებს, „ფანტომ კუპე ტაიგერისთვის“
ექსკლუზიურია.
რაც შეეხება მეორე სპეციალურ ავტომობილს, ის „გოსტის“
ახალი ვერსიაა და ისიც ორ ფერშია შეღებილი. მათგან ერთია მწვანე (ბრუკლენდს გრინ),
მეორე კი ღია ქვიშისფერი (დესერტ დიუნ). როგორც ბრიტანული კომპანია ამბობს, ამ
გამის წყალობით, ავტომობილის დანახვა გონებაში არაბული უდაბნოს ფერებს ამოატივტივებს.
თურმე ამ ფერების შერჩევისთვის და ავტომობილის ექსკლუზიურად გასაწყობად, გუდვუდში
თითქმის ორი წელი დასჭირდათ...
ამ
ორი ავტომობილის გარდა, „როლს-როისმა“ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ბაზარზე, თავისი
კიდევ ორი ვერსია წარადგინა, რომელთა პრემიერა წლის დასაწყისში შედგა. მათგან
ერთია „ვრეიტ ინსპაირედ ბაი მიუზიკ“, მეორე კი კაბრიოლეტი „დაუნი“, რომელიც
ბრიტანული კომპანიის განმარტებით, „ყველაზე სექსუალური როლს-როისია, რაც კი ოდესმე
დამზადებულა“. ღია ავტომობილი აღჭურვილია 6.6-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V12 ძრავით,
რომელიც 563 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას აქვს ქსოვილის სახურავი, რომელიც
ავტომატურად 20 წამშ იკეცება. ოღონდ, ეს მაშინ ხდება, როცა ავტომობილის სიჩქარე არ
აღემატება 50 კმ/სთ-ს.
No comments:
Post a Comment