Google's Self Driving Car Pulled Over By Police
For Travelling Too Slow
14 ნოემბერი
მიზეზი კი მხოლოდ ის იყო, რომ პატარა
ექსპერიმენტული ავტომობილი... მეტისმეტად ნელა და ფრთხილად გადაადგილდებოდა. „ინციდნტი“
შტატ კალიფორნიის მაუნტინ ვიუს მახლობლად მოხდა. პოლიციელმა დააფიქსირა, რომ ავტომობილის
სიჩქარე 39 კმ/სთ იყო ადგილზე, სადაც მინიმალური სიჩქარე 56 კმ/სთ-ის დონეზეა
განსაზღვრული.
ამ ინციდენტზე მაუნტინ ვიუს პილიციის დეპარტამენტმა
სპეცალური ბლოგ პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ფოტოც დაურთო. პოსტში ნათქვამია, რომ ნელი
სვლით მავალმა ავტომობილმა, გზაზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია და მის უკან
ავტომობილების გრძელი რიგი წარმოიქმნა. პოლიციელმა ავტომობილის ნელა მოძრაობის მიზეზის
დადგენა დააპირა და მას მიუახლოვდა და მაშინღა მიხვდა, რა სახის ტრანსპორტთანაც
ჰქონდა საქმე.
საბოლოოდ, მან ავტომობილი გააჩერა და მის ოპერატორს
ურჩია, გამოიკვლიოს მიზეზი, რის გამოც ექსპერიმენტული ავტომობილი დასაშვებზე ნაკლები
სიჩქარით მოძრაობდა, რითაც ავტომობილების ნორმალური სიჩქარით გადაადგილებას
აფერხებდა. არადა, „გუგლის“ ავტომობილებს, მაგისტრალებზე 56 კმ/სთ-ზე დაბალი
სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვთ (უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად), რადგან სატესტო
რეჟიმში იმყოფებიან.
მომხდარს „გუგლის“ უკმაყოფილება არ გამოუწვევია.
კომპანია სპეცალურ რელიზში წერს, რომ ექსპერიმენტულ თვითმავალ ავტომობილებს
პოლიცია ხშირად აჩერებს, რადგან აინტერესებს, რა ტიპის ავტომობილთან აქვს საქმე და
რა პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ტესტირება. იმავე რელზში წერია, რომ ავტონომიურ
ავტომობილებს ჯამში უკვე 1.2 მილიონ მილზე მეტი აქვთ გავლილი, რაც დაახლოებით იმდენივეა,
რასაც საშუალო ამერიკელი ავტომფლობელი 90 წლის განმავლობაში გაივლის.
No comments:
Post a Comment