Ford Builds Custom Forza Motorsport 6 Focus RS,
The Stig Gets to Drive it First
6 აგვისტო
პოპულარული საავტომობილო გადაცემა „ტოპ გიარი“ გაჩერებულია
და წამყვანებს არჩევს, მისი ყოფილი წამყვანები - კლარკსონი, ჰამონდი და მეი, ახალ
გადაცემას აკეთებენ, ოღონდ „ამაზონ პრაიმისთვის“ და ეთერში მომავალი წლიდან
გავლენ. „ტოპ გიარის“ ჯგუფის დიდი ნაწილიც, პოპულარულ ტრიოსთან რჩება. ჯერ არაა ცნობილი
სტიგის მომავალი. თუმცა, სანამ ძველი და ახალი გადაცემები ახალი სტარტისთვის ემზადებიან,
სტიგს საქმე გამოუჩნდა - ის „ფორდმა“ თავის სარეკლამო კამპანიაში გამოიყენა.
ცისფერმა ოვალმა თავის უახლეს „ფოკუს RS-ის“ სპეც
ვერსია დაამზადა, რომლის ექსტერიერიც, „მაიკროსოფტის“ პოპულარულ კომპიუტერულ
სიმულატორ „ფორცა მოტორსპორტის“ თემაზე გააფორმა. ავტომობილი ერთჯერადია და მისი
დანიშნულება, „ფოკუს RS-ისადმი“ ყურადღების მიპყრობაა. ამიტომ, კომპანიის
მარკეტოლოგებმა ჩათვალეს, რომ თავიანთი ჩანაფიქრის უკეთ წარმოსაჩენად, ცნობილი
პიროვნების მიწვევაც იქნებოდა საჭრო, რომელიც ტემპერამენტიან ჰეჩბეკს კარგ
რეკლამას გაუკეთებდა.
ასეთად კი იდუმალი და ყველასათვის ცნობილი
ავტორიტეტი, სტიგი მიიწვიეს, რომელსაც „ტოპ გიარის“ წამყვანები, ავტომობილების დინამიკური
შესაძლებლობების შესაფასებლად იყენებდნენ ხოლმე. და რა თქმა უნდა, გადაცემის
მილიონობით მაყურებელი, მის ვერდიქტს ყოველთვის ენდობოდა. ამჯერადაც სწორედ ასე
მოხდა - „ფორცა მოტორსპორტის“ სტილში გამოწყობილი ავტომობილის წარდგენისას, სტიგს
მისი ტესტირების საშუალება მიეცა.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილის
გაფორმება, „ფორცა მოტორსპორტის“ მოთამაშეთა სურვილების და რჩევების შესაბამისად
დამუშავდა. მათ ამ ავტომობილის ხილვის საშუალება კიოლნში, გამოფენა გჰეიმსკომის
დროს მიეცემათ, სადაც ავტომობილს სწორედ სტიგი წარადგენს. სხვათა შორის, ამ
ავტომობილის აღჭურვილობის შესახებ ცისფერი ოვალი არაფერს ამბობს. ეს კი ნიშნავს,
რომ ის სტანდარტული RS-ის ანალოგურია. შეგახსენებთ, რომ ავტომობილი სერია
ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 350 ცხენის ძალაა.
ავტომობილს აქვს დრიფტის რეჟიმი და აღჭურვილია სისტემა ლონჩ კონტროლით.
No comments:
Post a Comment