Lamborghini Huracán range to expand with new
models
20 დეკემბერი
„ლამბორგინის“ მთავარ აღმასრულებელ სტეფან
ვინკელმანის თქმით, მოდელ „ურაკანის“ ვერსიების გამა მალე მინიმუმ ხუთამდე გაიზრდება.
ახალი, უკანა ამძრავიანი LP580-2-ის გამოსვლის შემდეგ, „ურაკანის“ ვერსიების რიცხვი
ოთხამდე გაიზარდა. ეს ოთხეულია: „LP610-4 კუპე“, „LP610-4 სპაიდერი“, „LP620-2
სუპერ ტროფეო“ და ზემოთ ნახსენები LP580-2.
ვინკელმანი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მალე
„აუდის“ ჩაუდგება სათავეში, ამბობს, რომ „ურაკანი“ მისი კომპანიის ისტორიაში
ყველაზე „მოქნილი“ ავტომობილია და შემუშავების პროცესის დასაწყისიდანვე, მის
კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ის, რომ მის ბაზაზე რამდენიმე ვერსია დამზადდებულიყო.
მისივე თქმით, სულ სხვაგვარად მოხდა „გაიარდოს“ შემთხვევაში, რომლის საბაზო მოდელი
ისე დამზადდა, რომ მისი კონსტრუქცია ვერსიებზე გათვლილი არ იყო.
დიდი ალბათობით, „ურაკანის“ შემდეგი ვერსია „LP580-2
სპაიდერი“ იქნება. გარდა ამისა, ვინკელმანმა მინიშნება გააკეთა იმაზეც, რომ მისი
კომპანია „ურაკანის“ უფრო ტემპერამენტიან ვერსიებსაც გამოუშვებს, რომლებსაც სახელში
„სუპერველოჩე“ (ზესწრაფი) და „სუპერლეგერა“ (ზემსუბუქი) დაემატება. და ესეც
პროექტირების დროს იყო გათვალისწინებული.
ვინკელმანი „ურაკანის“ ხუთივე ვერსიას ასე
ახასიათებს: „ცხოვრებისეული, სასიამოვნო სამართავი, სწრაფი, ძალიან სწრაფი და
სარბოლო“. ამათგან პირველ ვერსიას, ცხოვრებისეულს, კიდევ რამდენიმე განშტოება
შეიძლება ჰქონდეს. „ამ ვერსიებზე რაც მეტს ვფიქრობთ, მით მეტი საინტერესო იდა
მოგვდის თავში. მაგრამ ყველას განვახორციელებთ თუ არა, ეს ცალკე საკითხია, რადგან
ამას ინვესტიცია სჭირდება, უნდა გავითვალისწინოთ საწარმოო შესაძლებლობები და ბევრი
სხვა საკითხი“, - დასძენს ვინკელმანი.
No comments:
Post a Comment