Opel Reportedly Developing All-New GT Sports Car
For 2018
20 დეკემბერი
კონცეპტი ოპელ მონცა |
„ოპელი“ ჟენევის მოტორ შოუზე პრემიერისთვის ახალ კონცეპტუალურ
ავტომობილს ამზადებს, რომელსაც, კომპანიის შეფ კარლ-თომას ნოიმანას თქმით, ამ
ეტაპზე ალბათ არავინ ელის. მას არ დაუზუსტებია, რა ტიპის ავტომობილზე აქვს
ლაპარაკი. არაოფიცალური ინფორმაციით, ეს უნდა იყოს ახალი GT,
რომელიც არა 2007-2009 წლების GT-ს შთამომავალია, არამედ ამავე სახელის მქონე ორადგილიანი
ავტომობილისა, რომელსაც რიუსელსჰაიმელები 1968-1973 წლებში აწარმოებდნენ.
პირველი თაობის ოპელ GT |
სხვათა შორის, ახლახანს ნოიმანმა სწორედ პირველი „ოპელ
GT“
შეიძინა და მასზე ამხედრებულმა, ჰამბურგი-ბერლინის კლასიკური ავტომობილების
გარბენში იასპარეზა. „ოპელის“ შეფი ამ გარბენით ძალიან კმაყოფილი დარჩა და არაოფიციალური
ინფორმაციით, სურს რომ მისმა კომპანიამ მსგავსი ავტომობილი ისევ გამოუშვას. თანაც არ
მალავს, რომ კონცეპტუალური ავტომობილის დიზაინით აღფრთოვანებულია.
მეორე თაობის GT, „ჯენერალ
მოტორსის“ კაპა პლატფორმაზე იყო ბაზირებული და ის „პონტიაკ სოლსტაისის“ და „სატურნ
სკაის“ „ოპელისეულ“ ვერსიას წარმოადგენდა. ის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო
ძრავით იყო აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 260 ცხენის ძალას აღწევდა. ეს ავტომობილი
მხოლოდ 7 500 ცალი დამზადდა.
მეორე თაობის ოპელ GT |
არაოფიცალური ინფორმაციით, ახალი, მესამე თაობის GT,
უახლესი „ასტრას“ პლატფორმაზე აიგება და მისი ინტერიერის ჩასაჯდომი ფორმულა იქნება
2+2. როგორც ამბობენ, მის სტილში კონცეპტ „მონცას“ ელემენტებია გამოყენებული. ახალი
ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავის სიმძლავრე 295 ცხენის ძალას მიაღწევს. ავტომობილის
წარმოება 2018 წელს დაიწყება და მისი საბაზო ფასი დაახლოებით 25 000 ევრო იქნება.
No comments:
Post a Comment