დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 20, 2015

„ტორო როსო“ მუშაობის მეთოდებს ცვლის

Toro Rosso F1 team changing working methods after 2015 troubles
20 დეკემბერი
„ტორო როსოს“ შეფი ფრანც ტოსტი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მუშაობის მეთოდების შეცვლა მოუწევს იმისათვის, რომ მისმა პილოტებმა პელოტონში წინ წაწევა შეძლონ. გასული სეზონის დასაწყისში, იტალიურმა გუნდმა კონსტრუქტორთა პირველობაზე მეხუთე ადგილის დაკავება დაისახა მიზნად, თუმცა მეშვიდეს დასჯერდა. მართალია, ამის მთავარი მიზეზი, „რენოს“ სუსტი და არასაიმედო აგრეგატი იყო, მაგრამ ტოსტი ამბობს, რომ „ტორო როსოსაც“ აქვს მუშაობა დასახვეწი.
„მარტივად, მუშაობის მეთოდებია შესაცვლელი. ჩვენთან ყველა კარგად მუშაობს. საჭიროა, რომ დეტალებზე მეტი ყურადღება გავამახვილოთ. ძალიან ხშირად, ავტომობილის საიმედობის სათავე, საპროექტო ოფისში განისაზღვრება და შესაბამისად, საპროექტოს აქვს რაღაც გამოსასწორებელი. შემდეგ ეტაპზე, აწყობა ხდება, სადაც ხანდახან მცირე შეცდომები იჩენს ხოლმე თავს. შემდგ ეტაპზე, სარბოლო ტრეკია, სადაც ასევე გვიწევს მანქანის აწყობა და შემდეგ დაშლა. ყურადღებას ნებისმიერი მცირე ნაწილი და დეტალი საჭიროებს. სწორედ მათზე მუშაობის დახვეწა დაგვეხმარება წინსვლაში. ჩვენ რამდნჯერმე შევიკრიბეთ და ეს საკითხები განვიხილეთ, რასაც ამიერიდან გავითვალისწინებთ. იმედია, ეს ყველაფერი მომავალ სეზონში დაგვეხმრება“, - ამბობს ტოსტი.
მომავალი სეზონიდან, „ტორო როსო“ „რენოს“ ძრავების ნაცვლად, ისევ „ფერარის“ აგრეგატებს დაუბრუნდება. ოღონდ, მისთვის მარანელოელთა ძველი აგრეგატი იქნება ხელმისაწვდომი, რომლითაც მათ გასულ სეზონში იასპარეზეს. ერთი მხრივ, დიდი შანსია იმისა, რომ ძველი აგრეგატი, მეტოქეების ძრავებზე სუსტი იქნება, რაც ცუდია. მაგრამ „ფერარის“ ძრავი საიმედობით გამოირჩევა, რაც ფაენცელებს უდაოდ გამოადგებათ.
ტოსტი კი დარწმუნებულია, რომ სამუშაო პროცედურების შეცვლის წყალობით, მისი გუნდი მიზნის მიღწევას შეძლებს. ყოველ შემთხვევაში, მეხუთე ადგილისთვის ბრძოლა რეალურად მიაჩნია. მითუმეტეს, მაქს ფერსტაპენს და კარლოს საინს უმცროსს უკვე აქვთ საჭირო გამოცდილება, რის გარეშეც, სადებიუტო სეზონშივე საკმაოდ კონკურეტუნარიანად გამოიყურებოდნენ.
„მეხუთე ადგილზე ისევ ვფიქრობ, რადგან დარწმუნებული ვარ, კონკურენტუნარიანი მანქანა გვექნება. თან ორი შესანიშნავი მრბოლი გვყავს, რომლებიც ახლა უფრო გამოცდილები არიან. მათ კარგად იციან ტრასები და ის, თუ როგორ მუშაობს ფ1. ეს ყველაფერი ძალიან დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, გუნდიც მოუმატებს, რადგან დეტალებზე გაამახვილებს ყურადღებას. და იმედი მაქვს, აგრეგატი ძალიან კარგი, კონკურენტუნარიანი იქნება. მოკლედ, ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ ვერ უნდა შევძლოთ მიზნის მიღწევა“, - დასძენს ტოსტი.

No comments:

Post a Comment