Tesla Model X Arrives in September, Elon Musk
Confirms in Letter to Shareholders
6 აგვისტო
„ტესლა“ თავის მორიგ ავტომობილს, ქროსოვერ „მოდელ X-ს“
სექტემბერში გამოუშვებს. ეს ინფორმაცია, ამერიკული კომპანიის დამაარსებელმა და
შეფმა ელონ მასკმა, „ტესლა მოტორზის“ აქციონერებს წერილობით შეატყობინა. წერილში
მანვე აღნიშნა, რომ ბაზარზე გამოსვლის წინ, ახალ ავტომობილს ტესტების ბოლო სერია
უტარდება. პრაქტიკულად მზადაა ხაზი, სადაც ელექტრული ქროსოვერი დამზადდება. ქარხანას
ახალი შეემტა, რომელზეც 500-ზე მეტი რობოტი მუშაობს და ისინ ავტომობილის მზიდ
სტრუქტურას ააწყობენ და სამღებრო სამუშაოებს შეასრულებენ.
ცნობისათვის, „მოდელ X“ უკვე დიდი პოპულარობით
სარგებლობს - მყიდველებს მის შესაძენად საკმაოდ გრძელ რიგში დგომა უწევთ - თუ დღეს
მოახერხებთ მყიდველთა სიაში ჩაწერას, სასურველ ავტომობილს მომავალ წლამდე ვერ
მიიღებთ. თანაც, სიაში მოსხვედრად, დეპოზიტის სახით, 5 000 დოლარის გადახდაა
საჭირო. სხვათა შორის, პირვანდელი გეგმით, „ტესლა“ მცირე რაოდენობით „მოდელ X-ის“
წარმოებას აპირებდა. მაგრამ მოსალოდნელზე ბევრად მეტი განაცხადის მიღების შემდეგ, წარმოების
მოცულობის 12 000 ავტომობილამდე გაზრდა (60%-ით მოიმატა) გადაწყდა.
ცნობილია, რომ „მოდელ X“ სრულ ამძრავიანი
ელექტრომობილია, რომლის გადაადგილებასაც, ორი ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს. მათი
მართვა ციფრული სისტემით ხდება. ავტომობილის ორი უკანა კარის კონსტრუქცია, ეგრეთ
წოდწბული შევარდენის ფრთის ტიპისაა. ისინი სახურავს ეყრდნობა და ზევით აწევისას
იკეცება, რითაც სალონში შესვლაა გაადვილებული.
არაოფიციალური
ინფორმაციით, „მოდელ X-ის“ ელემენტების ბლოკის ენერგო ტევადობა 90 კილოვატსაათია,
რაც 370 კილომეტრის გასავლელად იქნება საკმარისი.
No comments:
Post a Comment