დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 7, 2015

„სუზუკი ბალენო“ ფრანკფურტში პრემიერისთვის ემზადება

Suzuki Teases All-New Baleno B-Segment Hatch Ahead Of Frankfurt Debut
7 აგვისტო
„სუზუკი“ ფრანკფურტის მოტორ შოუზე ხელცარიელი არ წარსდგება. იაპონური კომპანია იქ თავის ახალ სერიულ ავტომობილს, B-სეგმენტის (სუბკომპაქტურ) ჰეჩბეკ „ბალენოს“ წარადგენს. ეს ავტომობილი „სუზკიმ“ კონცეპტუალური iK-2-ის სახით, ჟენევის მოტორ შოუზე გაგვაცნო და მალე მას მინიმალურად შეცვლილს შესთავაზებს მყიდველს. პატარა ხუთკარიანი ჰეჩბეკის პრემიერის მოახლოების შესატყობინებლად, კომპანიამ მისი ფოტო და ვიდეო ტიზერები გაავრცელა.
„სუზუკის“ განცხადებით, „ბალენო“ არის „კოხტა გარეგნობის, ფართო ინტერიერის მქონე და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი“ ავტომობილი. მისი პრემიერა 15 სექტემბერს არის დანიშნული, როცა ფრანკფურტის შოუ პრესის დღეებით გაიხსნება. „სუზუკი“სხვა ინფორმაციას ჯერჯერობით არ ამხელს. თუმცა ჟენევაში კონცეპტ iK-2-ს წარდგენისას ცნბილი გახდა, რომ ეს ავტომობილი, პოპულარული „სვიფტის“ უფრო რაციონალური ალტერნატივაა. რაციონალურობა მის პრაქტიკულობასა და უნივერსალურობაში აისახება.
ასევე ცნობილია, რომ კონცეპტუალური iK-2 აღჭურვილია სრულიად ახალი, სერია ბუსტერჯეტის 1.0-ლიტრიანი ბენზინის ტურბო ძრავით, რომელსაც ასევე საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემაც ემსახურება. ეს აგრეგატი აუცილებლად შევა „ბალენოს“ ძრავების გამაში. გარდა ამისა, ჟენევაში კონცეპტ iK-2-ს წარდგენისას, „სუზუკიმ“ ასევე განაცხადა, რომ მისი სერიული ვერსია საშუალო-ჰიბრიდულ აგრეგატ SHVS-ითაც აღიჭურვება.
„ბალენო“ სრულიად ახალ პლატფორმაზეა აგებული, რომელსაც იაპონური კომპანია თავისი სხვა მოდელებისთვისაც გამოიყენებს. კონცეპტუალური iK-2-ს გაბარიტებია: სიგრძე 4 023 მილიმეტრი, სიგანე 1 920 მილიმეტრი, სიმაღლე 1 450 მილიმეტრი. ავტომობილის ბორბლებს შორის ბაზა 2 520 მილიმეტრია.

ვიდეო

No comments:

Post a Comment