BMW Details New M6 GT3 Racing Car
6 აგვისტო
„ბეემვე“ თავის სარბოლო Z4 GT3-ს
მალე სრულიად ახალი ავტომობილით ჩაანაცვლებს, რომელსაც M6 GT3
ჰქვია. სახელიდანც ჩანს, რომ ეს ავტომობილიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, GT-ს
კლასის ავტომობილების სარბოლო სერიებში მიიღებს მონაწილეობას და ბავარიელთა განცხადებით,
ყველგან გამარჯვებებისთვის და ტიტულებისთვის იბრძოლებს.
M6 GT3 ჯერ ისევ სამუშაო, კამუფლირებულ ფორმაშია
გამოწყობილი და როგორც ბავარიელები გვპირდებიან, ამ ფორმას მხოლოდ მსოფლიო
პრემიერისას, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გამოიცვლის. „ბეემვემ“ თავისი ახალი მრბოლის
წინამორბედი Z4 GT3, პენსიაში სპას 24-საათიანი რბოლის შემდეგ გაუშვა. რამდენიმე
დღეში კი M6 GT3-ის შესახებ ზოგიერთი ინფორმაცია გაავრცელა.
ჯერ ერთი, სარბოლი ავტომობილი 379 000 ევრო, ან 412
000 დოლარი ეღირება. ამასთან „ბეემვე“ აცხადებს, რომ ამ ავტომობილით მოსარგებლე
გუნდებს, მისი შენახვა და მომსახურება, Z4 GT3-ზე გაცილებით იაფად დაუჯდებათ. უფრო
იაფი ეღირება მაკომპლექტებლები და სათადარიგო ნაწილები.
ახალი სარბოლი ავტომობილი 1300 კილოგრამს იწონის და
4.4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი,
რომელსაც წყვილი ტურბო კომპრესორი ემსახურება. მისი სიმძლავრე 585 ცხენის ძალაა, თუმცა
ის შეიძლება მეტიც იყოს. გააჩნია იმ სერიას და კლასს, რომელში ასპარეზობაც
მოუწევს.
M6
GT3 ბაზირებულია ფოლადსგან შეკრულ სივრცულ სტრუქტურაზე, რომელსაც FIA-ს სტანდარტების
შესაბამისი უსაფრთხოების კარკასი აძლიერებს. ავტომობილის წინ განლაგებულია კარბონის
კომპოზიტისგან დამზადებული ქრეშ-ბოქსი, რომლის დანიშნულებაც, შეჯახების
შემთხვევაში წარმოქმნილი ენერგიის ნაწილის შთანთქმაა. მსგავსი სტრუქტურა
ავტომობილის უკანაც არის განლაგებული.
No comments:
Post a Comment