დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, May 6, 2014

ევროპელებს თეთრი ხუთკარიანი „ფორდ ფოკუსი“ მოსწონთ

Europe's Favorite Ford is a White, Five-Door Focus with Petrol Engine and Manual Gearbox
6 მაისი
ევროპა პრაქტიკულად ყველა სფეროში ძალიან გადატვირთული და კონკურენტული ბაზარია. რა თქმა უნდა, ეს საავტომობილო ბაზარსაც ეხება - ძველი კონტინენტის ბაზრის წილის მოპოვება, მწარმოებლების კეთილდეობის საფუძველი შეიძლება იყოს. და ბუნებრივია, ამ ბაზრის ყოველმხრივ შესწავლას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ყოველ შემთხვევაში, „ფორდისთვის“ ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამერიკულ კომპანიას აქ საქმეები გამოსასწორებელი აქვს.
ამიტომ, ცისფერმა ოვალმა ფართომასშტაბიანი გამოკვლევა ჩაატარა, რომლის დროსაც, ევროპის 22 ქვეყნის ბაზრები და მათი კონიუნქტურა შეისწავლა, რათა გაერკვია, რა ფაქტორები ახდენს გავლნას მყიდველზე და რას ანიჭებს ის პრიორიტეტებს. გამოკვლევამ არაერთი მოულოდნელი ფაქტი გამოავლინა. მაგალითად, ევროპის ყველაზე ცხელ ქვეყნებში, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი, ნაკლებად ყიდულობენ მანქანებს ლუქიანი სახურავით. სამაგიეროდ, ასეთ სახურავებს აფასებენ ნორვეგიაში (15 პროცენტი), საფრანგეთსა (11 პროცენტი) და გერმანიაში (10 პროცენტი).
რაც შეეხება ფერს, ამ მხრივ, ყველაზე პოპულარული თეთრია, რომელმაც შავ ფერს აჯობა. 500 000 გაყიდული „ფორდის“ ანალიზმა აჩვენა, რომ მათი 23 პროცენტი თეთრია. შავ ფერზე 20 პროცენტი მოდის, ნაცრისფერზე კი - 17 პროცენტი. ირლანდიის, პოლონეთისა და რუმინეთის გარდა, ეს ფერები ყველა დანარჩენ ქვეყანაში ტოპ სამეულშია. ჩამოთვლილ სამ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ვერცხლისფერია, რომელიც ევროპაში მეოთხე ყველაზე პოპულარული ფერია - 14 პროცენტი.
ძარების „კატეგორიაში“, ყველაზე პოპულარული ხუთკარიანი ჰეჩბეკია. ასეთ ძარას „ფორდის“ მყიდველთა თითქმის ნახევარი ირჩევს. ევროპელთა დაახლოებით 35 პროცენტი უნივერსალს არჩევს, 15 პროცენტს კი სედანი ურჩევნია. მყიდველთა 58-მა პროცენტმა ბენზინზე მომუშავე „ფორდის“ შეძენა ამჯობინა, 41 პროცენტის არჩევანი დიზელისძრავიან ავტომობილზე შეჩერდა და მხოლოდ ერთმა პროცენტმა ისურვა ენერგიის ალტერნატიულ წყარტოზე მომუშავე ავტომობილის ყიდვა. ცნბისათვის, თურქების 64 პროცენტი უპირატესობას დიზელის ძრავს ანიჭებს, რუსების 97 პროცენტს კი ბენზინზე მომუშავე ძრავი ურჩევნია.
დაბოლოს, ევროპელ მყიდველთა უმეტესობამ - 85 პროცენტმა მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი „ფორდი“ შეიძინა. ამ მხრივ, გამორჩეული ჰოლანდიაა, სადაც გაყიდული „ფორდების“ 96 პროცენტი მექანიკური ტრანსმისიითაა.

No comments:

Post a Comment