A Stunning Mercedes-Benz Gullwing Study For The
21st Century
14 ოქტომბერი
სტუდენტი დიზაინერები ავტომწარმოებლებს უამრავ
საინტერესო იდეას სთავაზობენ. მერე რა, რომ ხშირად ეს იდეები კორპორატიულ სტილს
ნაკლებად შეესაბამება. მათში ხშირად შეიძლება იმ ახალი ელემენტების ნახვა,
რომლებიც მომავალში სწორედ ახალი სტილის შესამუშავებლად გამოდგება. ამასთან,
სტუდენტები ხშირად ძველ ლეგენდებს აცოცხლებენ და ამას ისე ოსტატურად აკეთებენ, რომ
ავტოკომპანიების ყურადღებასაც იქცევენ.
ძნელი სათქმელია, ტრანსპორტის/ინდუსტრიულ დიზაინერ
მათიას ბოტჩერის ეს ნამუშევარი დააინტერესებს თუ არა „მერსედეს-ბენცს“, მაგრამ
ფაქტია, რომ კონცეპტუალური ავტომობილი სამქიმიანების ყურადღებას იმსახურებს. კონცეპტი,
რომელიც ლეგენდარული „300SL გალვინგის“ თანამედროვე ინტერპრეტაციაა, ბოტჩერის საბაკალავრო
ნაშრომია. მან თავისი ავტომობილის მასშტაბური მოდელიც დაამზადა.
კონცეპტი დამზადდა დევიზით „ფორმა ფუნქციის
შესაბამისად“ და როგორც ავტორი ამბობს, მისი მიზანი, ესთეტიკის და სპორტული
ავტომობილისთვის დამახასიათებელი აეროდინამიკის შეხამება იყო. პროექტის ავტორს
თავისი ავტომობილის (SL|PURE) ტექნიკური დახასიათება არ გამოუქვეყნებია. თუმცა
შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე „თოლიას ფრთას“ შესაბამისი ტექნოლოგია მიესადაგება.
ის შეიძლება იყოს როგორც ელექტრული, ასევე ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი.
სხვათა შორის, „მერსედეს-ბენცი“ კიდევ ერთი სუპერ
ავტომობილის გამოშვებას აპირებს...
No comments:
Post a Comment