დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 13, 2015

ედრიან ნიუი: „რედ ბულს“ ფ1-დან დევნიან

Newey says Red Bull being "forced out of F1"
13 ოქტომბერი
„რედ ბულის“ ტექნიკური მრჩეველი და ფაქტობრივი ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი ამბობს, რომ ყველა ნიშნის მიხედვით, ავსტრიული კომპანია იძულებული გახდება, ფორმულა 1 დატოვოს. ამის მიზეზი ისაა, რომ „რედ ბულსაც“ და „ტორო როსოსაც“, ძრავების მომმარაგებლად „რენოღა“ შემორჩათ, რომელთანაც კონტრაქტი ვადამდე ახლახანს გაწყვიტეს.
მილტონ კეინსელებს ძრავების მიწოდებაზე უთხრეს „მერსედესმა“ და „ფერარიმ“, რომლებიც სწორდ ნიუის მიერ შექმნილ ავტომობილებს უფრთხიან და იციან, რომ თუ ხარებს კონკურენტუნარიანი აგრეგატები ექნებათ, ამ აგრეგატების შემქმნელებსვე გაუწევენ ძლიერ კონკურენციას. დარჩა „ჰონდა“, რომელიც ფ1-ში ახალი დაბრუნებულია და ჯერჯერობით კონკურენციის უნარი ვერ გამოავლინა.
„რედ ბულმა“ მძიმე მდგომარეობაში, თავისივე წინდაუხედაობის გამო ამოჰყო თავი. მართალია, სწორედ ფრანგული კომპანიის აგრეგატი არ აძლევდა გამარჯვებისთვის ბრძოლის საუალებას, მაგრამ მსგავსი სიტუაცია იმავე „რენოსთან“ მანამდეც ჰქონდა, სანამ ზედიზედ ოთხჯერ გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი. მაშინ „რენომ“ შეძლო კრიზისის დაძლევა და საჩემპიონო აგრეგატის დამზადება. და სავარაუდოდ, ახლაც მოახერხებს ამას. ოღონდ, ჯერჯერობით უცნობია, ამას „რედ ბულთან“ ერთად გააკეთებს, თუ თავის გუნდთან ერთად, რომელსაც „ლოტუსის“ ბაზაზე შექმნის.
ახლახანს ბერნი ეკლსტოუნმა თავდაჯერებულად განაცხადა, რომ „რედ ბული“ ძრავის გარეშე არ დარჩება. მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ ვის ძრავებს მიიღებს ავსტრიული საჯინიბო. გავრცელებული ვარაუდით, ეს სწორედ „რენო“ იქნება. მაგრამ ნიუი თვლის, რომ მას შემდეგ, რაც „რედ ბულის“ მესვეურებმა „რენო“ ლაფში ამოსვარეს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ფრანგებმა პარტნიორობის აღდგენა ისურვონ.
„როგორც ჩანს, ჩვენ ფ1-დან გამოგვდევნიან. „მერსედესმა“ და „ფერარიმ“ ჩვენთვის ძრავების მოწოდებაზე უარი თქვეს. სამწუხაროდ, „რენოსთან“ ჩვენ ურთიერთობა ძალიან დაძაბულია. ბევრი რამ გაკეთდა ამ ურთიერთობის გასაწყვეტად. მოკლედ, ძრავი არ გვაქვს“, - სწუხს ნიუი. ის დასძენს, რომ „რედ ბულს“ სჭირდებოდა, რომ „რენოს“ ძრავი გაცილებით ძიერი ყოფილიყო, მაგრამ ამას ვერ მიაღწია. უფრო მეტიც, მას ეჭვი ეპარება, რომ მომავალ სეზონში ფრანგებს უკეთესი აგრეგატი ექნებათ.
„აგრეგატი გასაუმჯობესებელია, მაგრამ ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. არ არსებობს გამოკვეთილი მიმართულება, რომელიც ამ მიზნის მიღწევას შესაძლებელს გახდის“, - ამბობს ნიუი და დასძენს, რომ „რედ ბული“ ის გუნდი არაა, რომელიც მხოლოდ რბოლებში მონაწილეობას დასჯერდება.

No comments:

Post a Comment