Ferrari Valued At US$9.8 Billion In IPO, Demand
Exceeds Stock Almost Tenfold
13 ოქტომბერი
„ფიატ კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო
მარკიონე ამბობს, რომ „ფერარი“ უბრალო საავტომობილო კომპანია კი არა, ფუფუნების საგნების მწარმოებელია და
შესაბამისად დაფასებას საჭიროებს. ასეც არის - მის აქციებზე შეთავაზებაზე ათჯერ
მეტი მოთხოვნა არის დაფიქსირებული.
აქციების ნაწილის გაყიდვის შემდეგ, „ფერარი“
სტრუქტურულად გამოეყოფა „ფიატ კრაისლერს“ და დამოუკიდებელი კომპანია გახდება.
თუმცა, მისი აქციების უმსხვილესი მფლობელი ისევ იტალიურ-ამერიკული ჯგუფი იქნება. მარანელოელებს
დამოუკიდებლობა 2.8 მილიარდი ევრო დაუჯდებათ. ეს თანხა მათ ვალად ჩაეთვლებათ,
რასაც დროთა განმავლობაში დაფარავენ. ამ ვალის ჩათვლით, „ფერარის“ ღირებულება
დაახლოებით 12 მილიარდი ამერიკული დოლარი იქნება.
No comments:
Post a Comment