Production Lincoln Continental With FWD And AWD
To Debut In Detroit
13 ოქტომბერი
დიდი ხანია, პრემიუმ კლასში „ლინკოლნი“ ძველებურად
ვეღარ ბრწყინავს. უფრო მეტიც, საკუთარ აჩრდილს არის დამსგავსებული. რა თქმა უნდა, ლაპარაკიც
არაა იმაზე, რომ „კადილაკს“ და მითუმეტეს, ევროპულ პრემიუმებს შეედაროს. მაგრამ „ფორდმა“
რესტრუქტურიზაციის დროს, ის დაიტოვა. და ეს იმისთვის გააკეთა, რომ ძველ დიდებას
დაუბრუნოს. ამ გეგმის შესასრულებლად კი ცისფერმა ოვალმა ძველი და პოპულარული
სახელის, „კონტინენტალის“ დაბრუნება გადაწყვიტა.
ამ სახელით პირველ ავტომობილს, „ლინკოლნი“ დეტროიტის
მოტორ შოუზე გაგვაცნობს. ეს იქნება ლუქს სედანი, რომელიც ამერიკული პრემიუმ ბრენდის
ფლაგმანის როლს შეასრულებს. ეს ინფორმაცია გამოცემა „ქარ ენდ დრაივერთან“
საუბრისას, „ლინკოლნის“ მარკეტინგის მენეჯერმა იმრან ჯალალმა დაადასტურა. მისივე
თქმით, ახალი ავტომობილი წინა ამძრავიან პლატფორმაზე იქნება ბაზირებული, თუმცა მყიდველს
სრულ ამძრავიან ვერსიასაც შესთავაზებენ. ამასთან. „ლინკოლნი“ ჯერ არ გეგმავს სედანის
ჰიბრიდული ვერსიის წარმოებას.
მომავალში, „კონტინენტალის“ გარეგნობის ბევრი
ელემენტი, „ლინკოლნის“ სხვა ავტომობილებზეც აისახება. პირველ რიგში, ლაპარაკია რადიატორის
ახალი ფორმის ცხაურზე, რომელიც ახლანდელ, ეგრეთ წოდებულ ჩანჩქერისებრ ცხაურს
შეცვლის. უფრო მეტიც, არაა გამორიცხული, რომ ახალი რადიატორი, ამერიკული ბრენდის
ახლანდელი მოდელების განახლებულ ვერსიებზევე ვიხილოთ.
რაც შეეხება სახელებს, ჯალალი ამბობს რომ
აბრევიატურა MK იმ ავტომობილებს შერჩებათ, რომლებსაც ის ახლაც აქვთ. გამონაკლისები
„კონტინენტალი“ და „ნავიგატორი“ იქნება. ამ ორ სახელს სოლიდური ისტორია აქვთ და
მათი შეცვლა არაფრის მთქმელი აბრევიატურით არ იგეგმება.
დაბოლოს,
თავისი კონკურენტების მსგავსად, „ლინკოლნიც“ კლიენტებს თავისი მოდელების
ტემპერამენტიან ვერსიებსაც შესთავაზებს. თუმცა ჯალალის თქმით, აქცენტი ამ
შემთხვევაშიც ფუფუნებაზე გაკეთდება და არა სპორტულობაზე.
No comments:
Post a Comment