Sizzling-Hot Ford Focus RS To Feature Innovative
'Stall Recovery' System
14 ოქტომბერი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ თავის უახლეს „ფოკუს RS-ს“
ძრავის ჩაქრობის საწინააღმდეგო სისტემითაც აღჭურვავს. ეს სისტემა გადაბმულობას
თიშავს, რისი წყალობითაც, აღარაა საჭირო ტრანსმისიის ნეიტრალზე გადაყვანა და ძრავის
ჩაქრობის შემთხვევაში, მისი დაქოქვა. სისტემა ამას თავისით გააკეთებს.
როგორც „ფორდ პერფორმენს იუროპის“ ინჟინერთა გუნდის
მენეჯერი ტაირონ ჯონსონი ამბობს, ასეთი სისტემის გამოყენების იდეა მაშინ დაიბადა, როცა
„ფოკუს RS-ზე“ ტექნოლოგია სტოპ-სტარტის გამოყენება განიხილებოდა. განხილვის დროს
ითქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ეს ტექნოლოგიას უფრო მრავალფეროვანი ფუნქციები ექნებოდა.
ჯონსონისვე თქმით, ძრავის ჩაქრობის საწინააღმდეგო სისტემ ისევე სწრაფად რეაგირებს,
როგორც სტოპ-სტარტი.
უფრო ადრე „ფორდმა“ „ფოკუს RS-ის“ ძრავის
მახასიათებლებიც ოფიციალურად გამოაქვეყნა. ავტომობილი სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი
ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ცისფერი ოვალი ასევე „მუსტანგზეც“ იყენებს. ძრავი 350
ცხენის ძალას და 440 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, ძრავს აქვს სისტემა ოვერბუსტი,
რომელიც მხოლოდ 15 წამით ირთვება და მომენტს 474 ნიუტონმეტრამდე ზრდის.
ახალი „ფოკუს RS“ არის
პირველი მაღალი წარმადობის ავტომობილი იმ 12-დან, რომელთა გამოშვებასაც ამერიკული
კომპანია 2020 წლამდე აპირებს.
No comments:
Post a Comment