New Subaru Impreza Sedan Concept Coming To LA
Auto Show
10 ნოემბერი
„სუბარუმ“ ტოკიოს მოტორ შოუზე ახალი „სუბარუ
იმპრეზას“ კონცეპტუალური ჰეჩბეკის ძარიანი ვერსია წარადგინა, ლოს ანჯელესის ავტო
შოუზე კი მას სედანის სახით გაგვაცნობს. გამოფენა 17 ნოემბერს გაიხსნება, მანამდე
კი თავისი ექსპონატის ფოტო ტიზერი იაპონურმა კომპანიმ ინტერნეტით გაავრცელა.
ფოტოზე სედანის სილუეტი ჩაბნელებულ ფონზე ჩანს,
თუმცა მისი ნაკვთებიდან შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილი ჰეჩბეკის სტილს იმეორებს და
მისგან მხოლოდ უკანა ნაწილით განსხვავდება, სადაც სახურავი სპორტულ სტილშია
შესრულებული და საბარგულისკენ არის დახრილი. შესაბამისად, სედანს და ჰეჩბეკს
სრულიად განსხვავებული ფორმის C-საყრდენები აქვთ.
„სუბარუ“ არ მალავს, რომ ახალი „იმპრეზას“ ორივე
ვერსია ახლოსაა წარმოებასთან, თუმცა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუ როდის გამოვა
ის ბაზარზე. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მომავალი წლის ზაფხულში მოხდება. ახალი ავტომობილი,
იაპონური კომპანიის უახლეს, გლობალურ პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც „სუბარუ“
თავისი სხვა მოდელებისთვისაც გამოიყენებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, „სუბარუ“ ასევე მუშაობს
„ბოქსერის“ ტიპის ახალი თაობის ძრავებზე, რომლებსაც პირველად სწორედ ახალ „იმპრეზაზე“
გამოიყენებს. მათი მახასიათებლები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია,
რომ აგრეგატები, საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევისა და ცილინდრების დეაქტივაციის
სისტემებით აღიჭურვება. ამის წყალობით, შემცირდება საწვავის ხარჯი და გამონაბოლქვში
ნახშირორჟანგის შემცველობა.
No comments:
Post a Comment