დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 10, 2015

„რედ ბული“ და „რენო“ კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან

Red Bull on brink of new Renault Formula 1 engine deal for 2016
10 ნოემბერი
დიდი შანსია იმისა, რომ „რედ ბულმა“ და „რენომ“ თანამშრომლობა მომავალ სეზონშიც გააგრძელონ - ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, ფრანგულ კომპანიასთან მოლაპარაკების დაწყებაზე თანხმობა თვით კომპანია „რედ ბულის“ მფლობელმა დიტრიხ მატეშიცმა განაცხადა. არადა, როცა „რედ ბულმა“ „რენოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, ბევრმა ჩათვალა, რომ „მერსედესთან“ თანხმობა უკვე მიღწეული იყო. თუმცა გერმანული კომპანიისგან უარი მიიღო.
ამის შემდეგ „რედ ბულმა“ „ფერარის“ მიმართა, მაგრამ მარანელოელებმა ამ სეზონის ძრავის მიწოდება შესთავაზეს, რომელიც მომავალ სეზონში არაკონკურენტუნარიანი იქნება. ბოლო ვარიანტი „ჰონდა“ იყო, რომელიც პრინციპში, „რედ ბულთან“ თანამშრომლობის დაწყებაზე თანახმა იყო, მაგრამ მათი კავშირი „მაკლარენის“ შეფმა რონ დენისმა დაბლოკა. ალტერნტივების ამოწურვის შემდეგ, ხარებს ისღა დარჩათ, რომ ან ფ1 დატოვონ, ან ისევ მათ მიერვე განაწყენებულ „რენოსთან“ თანამშრომლობის გაგრძელება სცადონ.
მხარეებს შორის მოლაპარაკების საგანი ჯერ მხოლოდ მომავალი სეზონია. პერსპექტივაში, ისინი თანამშრომლობას ამის შემდეგაც გააგრძელებენ. ოღონდ, უწინდელისგან განსხვავებით, „რედ ბულს“ ძრავებში ფულის გადახდა მოუწევს. ამასთან, გუნდთან დარჩებიან მისი სპონსორები - „ინფინიტი“ და „ტოტალი“, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან „რენოსთან“. თუმცა 2017 წლიდან ხარების მანქანებზე მათ რეკლამას ვეღარ ვნახავთ. ეს ორი კომპანია ამჟამად „რედ ბულს“ იმ თანხის დაახლოებით ნახევარს უხდის, რაც გუნდს ძრავების შესაძენად დასჭირდება. თუმცა, მომავალ სეზონში მათი სასპონსორო კონტრაქტების მოცულობა შემცირდება.
„რედ ბულისგან“ ძრავებში მიღებული თანხის ნაწილს „რენო“ ძრავების განვითარების პროგრამას მოახმარს, ნაწილს კი საკუთარი გუნდისთვის გამოიყენებს. ამ გუნდს ფრანგული კომპანია „ლოტუსის“ ბაზაზე ჩამოაყალიბებს, რომლის გამოსყიდვის პროცესსაც აბუ დაბის დიდი პრიზის შემდეგ დაასრულებს.
დაბოლოს, გავრცელებული ინფორმაციით, „რენოს“ სურს, რომ „რედ ბულმა“ მისი ძრავები სხვა ბრენდით გამოიყენოს. ამასთან სულერთია, ავსტრიული კომპანია მას რა სახელს შეურჩევს. „რენოს“ სურს, რომ მთელი ყურადღება თავის საკუთარ გუნდზე გადაიტანოს. არსებული ინფორმაციით, „რედ ბული“ ძრავებს „ენერჯის“ სახელით გამოიყენებს.

No comments:

Post a Comment