Meet The Bugatti Vision GT: In Your Face, Xbox!
16 სექტემბერი
კიდევ ერთი სათამაშო, ოღონდ ვირტუალური, ესეც
ფრანკფურტის შოუზე. ოღონდ, ეს პედლებიანი მანქანა არაა. სრულგაბარიტიანია, მაგრამ
ძრავის გარეშე. უბრალოდ, „ბუგატი“ იმ ფერხულში ჩაება, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი
ავტომწარმოებლების დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია. „ბუგატი ვიჟნ GT“ - ასე ჰქვია ამ
სათამაშოს, რომელიც ფრანკფურტის შოუს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, მის დაწყებამდე
კარგა ხნით ადრე, ფრანგული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ტიზერების წყალობით
გახდა.
კონცეპტი „ვიჟნ GT“ ვირტუალური ავტომობილი კი არის,
მაგრამ როგორც „ბუგატი“ ამბობს, მასში თავისი მომავალი ჰიპერქარის გარეგნობის
ელემენტები არის ჩაქსოვილი. უფრო მეტიც, ბევრი მიმომხილველი, ამ კონცეპტში „ბუგატის“
მომავალ სიახლეს ხედავს, მცირე კორექტივებით. ასეა თუ ისე, „ვიჟნ GT-ს“ ერთი
საინტერესო ელემენტი აქვს - სტილიზებული U-ფორმის სეგმენტი, რომელიც სახურავს და
კარის უკანა ხაზს მოიცავს და „ბუგატის“ ავტომობილების საფირმო ნიშანს - რადიატორის
ფორმას მოგაგონებთ.
მართალია, ავტომობილი ვირტუალურია - ვიდეო თამაშ „გრან
პრი 6-სთვის“ არის შექმნილი და მის საგამოფენო ვერსიას აგრეგატი არ აქვს, მაგრამ „ბუგატიმ“
ის ვირტუალური დინამიკური მახასიათებლები გამოაქვეყნა, რომლებიც თამაშით
მოსარგებლეებს გამოადგებათ. კერძოდ, კარგად ცნობილი 8.0-ლიტრიანი, ოთხ ტურბინიანი W16
ძრავის წყალობით, მას 400 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს
სიჩქარე ვეღარავის გააკვირვებს, რადგან სუპერ ავტომობილების სამყაროში უკვე
მოიძევება თითო-ოროლა ავტომობილი (მათ შორისაა იგივე ვეირონიც), რომლებსაც 400-იანი
ზღვარის გადაკვეთა შეუძლიათ.
დაბოლოს, კონცეპტუალური „ვიჟნ GT“ შემუშავებულია
ლეგენდარული „ბუგატი ტაიპ 57 G ტანკის“ შთაგონებით, ავტომობილის, რომელმაც ლე
მანის 24-საათიანი რბოლა 1937 წელს მოიგო.
No comments:
Post a Comment