დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 2, 2015

„სუზუკი ეარ თრაიზერი“ - კონცეპტუალური მინივენი

Suzuki Takes The Wraps Off The Air Triser Minivan Concept
2 ოქტომბერი
„სუზუკიმ“ ტოკიოს მოტორ შოუსთვის რამდნმე კონცეპტუალური სიახლე მოამზადა, რომელთაგან ერთ-ერთია კომპაქტური მინივენი „ეარ თრაიზერი“. მასზე მუშაობისას, „სუზუკის“ დიზაინერებმა რეტრო და თანამედროვე ტექნო სტილი შეახამეს, რისი შედეგიც, საკმაოდ უხეში და იმავდროულად, საინტერესო ფორმის ავტომობილია, რომელშიც იაპონური საავტომობილო კულტურის თავისებურებებიცაა ასახული.


კომპაქტური გაბარიტების მიუხედავად, „ეარ თრაიზერის“ სალონში, სავარძლების სამი რიგი დაეტია. რაც მთავარია, ამ სავარძლების მრავალგვარი კონფიგურაციაა შესაძლებელი და შესაბამისად, სალონი შეიძლება დასასვენებელ მინი ოთახადაც კი გადაკეთდეს. ასეთი შესაძლებლობების მქონე ავტომობილი კი მისწრება იქნებოდა ქალაქგარეთ დასვენებისთვის.

მაგალითად, როცა ავტომობილი გაჩერებულია, სავარძლები შეიძლება ისე განლაგდს, რომ ისინი ერთმანეთს უყურებდნენ, ან გაერთიანდნენ და U-ს ტიპის დივნის განლაგება მიიღონ. ორივე შემთხვევაში, საჭის რგოლი იკეცება, რითაც სალონში მცირე, მაგრამ მაინც დამატებით წარმოქმნის. ერთ-ერთ შუა საყრდენში მოთავსებულია ეკრანი, რომელიც სავარძლების კონფიგურაციის შერჩევის შემდეგ, ჭერზე მაგრდება და მულტიმედიურ სისტემას უერთდება.

„ეარ თრაიზერის“ სიგრძე 4 200 მილიმეტრია, სიგანე 1 956 მილიმეტრი, სიმაღლე 1 815 მილიმეტრი. ავტომობილს გვარდზე გასაწევი ოთხი კარი აქვს, რომლებიც სალონში შეღწევას და იქიდან გამოსვლას ამარტივებენ. და როცა ერთ მხარეს ორივე გაღებულია, ინტერიერი ნახევრად ღია სივრცედ გარდაიქმნება.
კონცეპტუალური ავტომობილი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომლის ძირითადი აგრეგატია სერია დუალ-ჯეტის 1.4-ლიტრიანი ტურბო ძრავი. მასთან 5-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომელიც სისტემა „ოლგრიპის“ დახმარებით, მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს უნაწილებს.

No comments:

Post a Comment