Next-Gen Ford Mondeo Coming with 1.0-liter
EcoBoost Engine
8 თებერვალი
ობიექტური მიზეზების გამო, ახალ, მეხუთე თაობის
სედან „მონდეოს“, ევროპის ბაზარზე გამოსვლა დაუგვიანდა, მაგრამ სამაგიეროდ, „ფორდი“
მის მყიდველს სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს - ეს ავტომობილი, რომელიც ამერიკაში „ფიუჟნის“
სახელით იყიდება, ამიერიდან სერია ეკობუსტის, სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ძრავითაც
(123 ცხ.ძ) აღიჭურვება. შეგახსენებთ, რომ ამ ძრავს ზედიზედ ორჯერ აქვს მოგებული წლის
საუკეთესო ძრავის წოდება.
დიდი საოჯახო სედანის ბაზარზე გამოსვლა ამ წლის
ბოლოს იგეგმება. ახალი „მონდეოსთვის“ ძრავების ფართო გამაა განკუთვნილი. ზემოთ ნახსენები
ერთლიტრიანი ეკობუსტის გარდა, მასში ასევე შევა 1.5-ლიტრიანი ეკობუსტი 148 ცხენის
ძალით 240 ნიუტონმეტრით, ასევე ამავე სერიის 1.6 და 2.0-ლიტრიანი ძრავები. გარდა
ამისა, შესაძლებელია დიზელის 1.5 და 2.0-ლიტრიანი TCDi აგრეგატების შერჩევა.
ბენზინზე მომუშავე ძრავებს 6-საფეხურიანი მექანიკური
და ოპციით 6-საფეხურიანი ავტომატური (პაუერშიფტ) კოლოფი შეუწყვილდება. ამასთან,
მეორეს ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობა დააკავშირებს. დიზელის ძრავებთან მხოლოდ
ავტომატური კოლოფი იმუშავებს. ამასთან, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სრულ
ამძრავიანი ტრანსმისიის დაყენება.
მყიდველს ასევე ორ ჰიბრიდულ „მონდეოს“
შესთავაზებენ, რომლის სისტემაშიც, ბენზინის 2.0-ლიტრიანი და ელექტრო ძრავები შევა.
მათი ჯამური სიმძლავრე კი 185 ცხენის ძალას ცხენის ძალას აღწევს. ამ ორიდან ერთის
მეტსახელია „ენერჯი“, მეორისა კი - „ჰაიბრიდი“. ამათგან პირველი პლაგ-ინ ჰიბრიდული
ავტომობილია.
ადრე
„ფორდი“ ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილ „მონდეოს“ გენკის (ბელგია) ქარხანაში
აწარმოებდა, მაგრამ ეს ქარხანა დახურა და მეხუთე თაობის „მონდეოს“ ვალენსიაში
(ესპანეთი) გამოუშვებს. სწორედ ეს გარემოება გახდა ამ ავტომობილის ევროპაში
გაყიდვების დაგვიანების მიზეზი.
No comments:
Post a Comment