Raikkonen switches back to short wheelbase car
1 ნოემბერი
თავისუფალ პრაქტიკებზე კიმი რაიკონენმა მოკლებაზიანი
„ლოტუსით“ ივარჯიშა. გრძელბაზიანი შასი ბრიტანულმა გუნდმა პირველად იტალიაში
გამოსცადა და კორეიდან რბოლებშიც იყენებს. მაგრამ ფინელმა მრბოლმა იას მარინა
ცირკვიტზე ვარჯიში ისევ მოკლებაზიანით ისურვა და მას ეს სურვილი შეუსრულეს.
„მან მოკლებაზიან მანქანაზე გადაჯდომა გვთხოვა,
რადგან თვლის, რომ მისი მახასიათებლები თავის სტილს უკეთ ერგება. ჯერჯერობით,
ყველაფერი კარგადაა და ალბათ კვალიფიკაციასა და რბოლაშიც ამ მანქანით გამოვა.
ორივე ტიპის საბურავებით, ხანგრძლივი გამოსვლებისას, მისი გამოსვლით კმაყოფილი
ვართ“, - ამბობს „ლოტუსის“ სატრეკო ოპერაციების დირექტორი ალან პერმეინი.
მოკლებაზიანი შასით კმაყოფილია რაიკონენიც: „მოკლე
შასი აქ უკეთესია, მაგრამ გრძელთან შედარების საშუალება არ მქონია, რადგან ერთ
ტრასაზე ორივე გამოცდას ვერ ვახერხებთ. ამიტომ, რომელი უკეთესია, ძნელი სათქმელია.
არასაკმარისი მოხვევადობა ისევ პრობლემაა. მაგრამ ამ ტრეკზე მანქანა უკეთ მუშაობს“.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვსი ეტაპიდან, ოთხში
რაიკონენს რომენ გროჟანმა აჯობა. მათ შორის ძალთა ბალანსი მას შემდეგ აირია, რაც „პირელიმ“
საბურავების კონსტრუქცია შეცვალა. თუმცა, ბევრი გროჟანის უპირატესობას გრძელბაზიან
შასის მიაწერს, რომელიც „ლოტუსის“ შეფ ერიკ ბუიეს თქმით, მოკლეზე უკეთ მუშაობს.
No comments:
Post a Comment