დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 1, 2013

„სუზუკის“ ოთხი კონცეპტუალური ავტომობილი ტოკიოსთვის

Suzuki Goes Big at Tokyo Show with New Crosshiker, Hustler, and X-LANDER Concepts
1 ნოემბერი
ტოკიოს მოტორ შოუზე პრაქტიკულად ყველა იაპონური კომპანია კონცეპტუალურ ავტომობილებს გამოფენს. მათ შორის იქნება „სუზუკიც“, რომელმაც გამოფენისთვის ოთხი კონცეპტუალური ავტომობილი და რამდენიმე მოტოციკლი მოამზადა. საავტომობილო სტენდზე დამთვალიერებელი იხილავს: „ქროსშიკერს“, „ჰასტლერს“, „ჰასტლერ კუპეს“ და „X-ლენდერს“. გარდა ამისა, იაპონელები პირველად იხილავენ კონცეპტუალურ „iV-4 Concept კონცეპტს“, რომელიც იაპონურმა კომპანიამ ახლახანს, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა.
ქროსშიკერი

წითელი „ქროსშიკერი“ არის კომპაქტური, სამკარიანი ქროსოვერი, რომელსაც ზორბა პანორამული სახურავი აქვს. ეს სახურავი კონცეპტუალური „რეჯინას“ სტილშია შესრულებული, რომელიც „სუზუკიმ“ ორი წლის წინ გვიჩვენა. „ქროსშიკერი“ მხოლოდ 810 კილოგრამს იწონის და მას ბენზინის 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავი ამოძრავებს.
X-ლენდერი



„X-ლენდერი“ იმით გამოირჩევა, რომ სახურავი არ აქვს. ის სერიული „ჯიმნის“ პლატფორმაზეა ბაზირებული. ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის 1.3-ლიტრიანი ძრავით, რომელთანაც უახლესი, ავტომატურად კონტროლირებადი მექანიკური ტრანსმისიაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ამ კონცეპტის აღჭურვილობაში შედის მსუბუქი ჰიბრიდული სისტემა, რომლის ძრავიც სრულ ამძრავიან სისტემასთანაა გაერთიანებული.
ჰასტლერი



ჰასტლერ კუპე
თეთრსა და ფორთოხლისფერში არის შესრულებული პატარა საქალაქო „ჰასტლერი“, რომელიც შეიძლება ქროსოვერადაც ჩათვალოთ და მინივენადაც. რაც შეეხება „ჰასტლერ კუპეს“, სახელის მიუხედავად, ის ხუთკარიანი ჰეჩბეკია, რომლის უკანა კარებსაც, უკანა საყრდენში ჩამალული სახელურები აქვს.

No comments:

Post a Comment