Motor racing-Vettel back on top in Abu Dhabi
1 ნოემბერი
თუ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ მეოთხე ტიტულის განაღდების შემდეგ, სებასტიან ფეტელს გამარჯვებისკენ ლტოლვა დაუოკდება, ძალიან ცდება. ისიც და „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერიც ამბობენ, რომ დარჩენილი სამივე რბოლის მოგება სურთ! და რა თქმა უნდა, ყველაფერს იზამენ ამ სურვილის ასასრულებლად. პრტაქტიკებზე თავის გამოდება არაფერს ნიშნავს, მაგრამ ინდოეთში ფეტელმა მაინც ყველაფერი - სამივე პრაქტიკა, კვალიფიკაცია და რბოლა, მოიგო.
თუ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ მეოთხე ტიტულის განაღდების შემდეგ, სებასტიან ფეტელს გამარჯვებისკენ ლტოლვა დაუოკდება, ძალიან ცდება. ისიც და „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერიც ამბობენ, რომ დარჩენილი სამივე რბოლის მოგება სურთ! და რა თქმა უნდა, ყველაფერს იზამენ ამ სურვილის ასასრულებლად. პრტაქტიკებზე თავის გამოდება არაფერს ნიშნავს, მაგრამ ინდოეთში ფეტელმა მაინც ყველაფერი - სამივე პრაქტიკა, კვალიფიკაცია და რბოლა, მოიგო.
აბუ დაბიში თავიდან საქმე ასე ვერ აეწყო - პირველ
სესიაზე საუკეთესო დრო რომენ გროჟანმა აჩვენა, რომელიც ან გრძელბაზიან მანქანას
კარგად მოერგო, ან კიმი რაიკონენის „ფერარიში“ გადასვლის გამოცხადების შემდეგ,
„ლოტუსი“ ფრანგს მეტ ყურადღებას უთმობს. მთავარი ისაა, რომ გრო მოწინავეთა შორის
დაბრუნდა და ეს დაბრუნება კორეაში, იაპონიასა და ინდოეთში დაკავებული მესამე
ადგილებით განამტკიცა.
სამწუხაროდ, გროჟანს მეორე სესიაზე წინა მუხრუჭებმა
შეუქმნა პრობლემები და ამის გამო, ის მხოლოდ მე-12 დროს დასჯერდა. სამაგიეროდ,
„რედ ბულის“ მრბოლებმა გაილაღეს - ფეტელი ისევ ცხრილის სათავეში დამკვიდრდა, მარკ
ვებერმა კი ზურგი „გაუმაგრა“, რომელიც ოთხგზის ჩემპიონს მხოლოდ 0.155 წამით
ჩამორჩა. ფეტელს პირველ სესიაზე მესამე დრო ჰქონდა და ორი სესიის ჯამში, ყველაზე
სტაბილური ის იყო. სტაბილურობით გამოიჩინა თავი ლუის ჰამილტონმაც, რომელსაც აბუ
დაბიში ერთი რბოლა (2011 წლის) მოგებული აქვს და ორჯერ სტარტი პოულიდან აიღო. ის
მეორე და მესამე დროს დასჯერდა.
ფეტელს შანსი აქვს, ზედიზედ მეშვიდე რბოლა მოიგოს
და თუ ეს შესძლო, თავისი ლეგენდარული თანამემამულის, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ
შუმახერის 2004 წლის სეზონის მიღწევა გაიმეოროს. ისე კი, რეკორდამდე ჯერ შორსაა.
რეკორდ ზედიზედ ცხრა გამარჯვებაა და ის იტალიელ ალბერტო ასკარის ეკუთვნის. თუმცა,
მან ცხრა რბოლა 1952-1953 წლების სეზონებში მოიგო (მაშინ ჩემპიონატი 8-9 ეტაპისგან
შედგებოდა). აღსანიშნავია, რომ ფეტელს აბუ დაბიში ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული,
რომელთაგან ერთმა (2010 წელს) პირველი ტიტული მოაგებინა.
რაც
შეეხება ამ რბოლის ბოლო გამარჯვებულ კიმი რაიკონენს, მან იას მარინა ცირკვიტზე
გასულ სეზონში ერთადერთი გამარჯვება მოიპოვა და სწორედ ამ რბოლისას გასძახა
თავისიანებს რადიოთი - თავი დამანებეთ, მე ვიცი, რასაც ვაკეთებო. კიმი ჯერჯერობით
ჩრდილშია, თუმცა არც ისე შორსაა მოწინავეთაგან, რომ მათ თავს დამშვიდების უფლება
მისცენ. სხვათა შორის, მან გუნდს ძველ, მოკლებაზიანი მანქანის მომზადება სთხოვა.
აბუ დაბის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:44.241
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:44.433
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:44.499
4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:44.712
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:44.741
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:44.929
7. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:45.040
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:45.099
9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:45.150
10. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი) 1:45.331
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი) 1:45.378
12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:45.440
13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:45.823
14. ჯეიმს კალადო (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:45.924
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:46.068
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო) 1:46.114
17. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:46.124
18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:46.126
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი) 1:47.600
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:47.670
21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:47.723
22. როდოლფო გონსალესი (ვენესუელა, მარუსია) 1:49.565
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:41.335
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:41.490
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:41.690
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:41.726
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:41.758
6. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი) 1:42.006
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:42.010
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:42.171
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი) 1:42.324
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:42.440
11. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:42.509
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:42.607
13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:42.806
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:42.952
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:42.998
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:43.152
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო) 1:43.271
18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:43.565
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 1:44.138
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:44.459
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი) 1:44.525
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:45.565
No comments:
Post a Comment